"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში "შავი ლომი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 16:19 დამარცხდა "ლოკომოტივ-პენზასთან".

რუსული გუნდი "შავმა ლომს" გასვლაზე ბონუსით 27:11 ჰყავდა დამარცხებული, დღევანდელი მატჩის წინ მათმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ და მოიგეს კიდეც.

პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმშიც დაუშვა ინდივიდუალური და გუნდური შეცდომები და დასანანი მარცხი განიცადა.

11 დეკემბერს, მეექვსე ტურში "შავი ლომი" "ენისეის" უმასპინძლებს.

შავი ლომი
15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი,
9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი

2 ლელო: თოდუა, პერანიძე. 2 საჯარიმო - გ. ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 50 /
მეგონა პენზას მწვრთნელი ბაქიბუქობდა. აღმოჩნდა, რომ მაისაშვილზე უკეთ გაარჩია თამაში და მოიგო კიდევაც.
გიორგი
18:42 04-12-2021
0
რაც დაიგეგმა იქეთ ხომ მიყავს საქმე ფედერაცია? ქართული რაგბით ჩაჩოჩება ხომ მიდის რუსეთის სასარგებლოდ? ამდენი მოღალატე ერთიბეწო ქვეყანაში......
ზურა
21:03 04-12-2021
8

სიახლეები პოპულარული