"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ" - "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელი

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასზე "ლოკომოტივ-პენზამ" "შავი ლომი" 19:16 დაამარცხა, ნამატჩევს კი რუსული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა და კაპიტანმა სერგეი იანიუშკინმა სიხარული ვერ დამალეს:

ალეკსანდრ იანიუშკინი: "ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. საქართველოს ნაკრები განთქმულია ძლიერი მორკინალებით და "შავ ლომში" ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებთან. ბოლო დროს უკანახაზელებთან კონტაქტიც კარგად გამოდის და ჩვენი ამოცანა მათი შეჩერება იყო. მეტოქის შეცდომებით კარგად ვისარგებლეთ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ".

სერგეი იანიუშკინი:
"ეს მოგება ჩვენთვის ძვირად ფასობს და ბედნიერები ვართ. როგორც პენზაში, ახლაც თანაბარი თამაში იყო, ინიციატივას ხან ჩვენ ვფლობდით, ხან მეტოქე. ვცდილობდით ის შეცდომები არ დაგვეშვა, რაც პირველ მატჩში დავუშვით და საბოლოოდ ამან გაამართლა".

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენ მწვრთნელი ფაქტიურად არ გვყავს. ამათ კი პუტინი ორდენებს ჩამოურიგებს.
გიორგი
23:32 04-12-2021
0
ამასაც მოვესწარით რუსები გვიგებენ რეგბში ფტუიი
kiki
03:20 05-12-2021
6

სიახლეები პოპულარული