"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ" - "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელი

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასზე "ლოკომოტივ-პენზამ" "შავი ლომი" 19:16 დაამარცხა, ნამატჩევს კი რუსული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა და კაპიტანმა სერგეი იანიუშკინმა სიხარული ვერ დამალეს:

ალეკსანდრ იანიუშკინი: "ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. საქართველოს ნაკრები განთქმულია ძლიერი მორკინალებით და "შავ ლომში" ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებთან. ბოლო დროს უკანახაზელებთან კონტაქტიც კარგად გამოდის და ჩვენი ამოცანა მათი შეჩერება იყო. მეტოქის შეცდომებით კარგად ვისარგებლეთ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ".

სერგეი იანიუშკინი:
"ეს მოგება ჩვენთვის ძვირად ფასობს და ბედნიერები ვართ. როგორც პენზაში, ახლაც თანაბარი თამაში იყო, ინიციატივას ხან ჩვენ ვფლობდით, ხან მეტოქე. ვცდილობდით ის შეცდომები არ დაგვეშვა, რაც პირველ მატჩში დავუშვით და საბოლოოდ ამან გაამართლა".

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენ მწვრთნელი ფაქტიურად არ გვყავს. ამათ კი პუტინი ორდენებს ჩამოურიგებს.
გიორგი
04 დეკემბერი 2021 23:32
0
ამასაც მოვესწარით რუსები გვიგებენ რეგბში ფტუიი
kiki
05 დეკემბერი 2021 03:20
6
ეს დასაწყისია. რომ გათვალისწინებით, რომ ეუსული რაგბი (საკლუბო) ვითარდება, ყველაფერი წინ არის.
ნათელმხილველი
05 დეკემბერი 2021 08:26
4
კიდევ კაი შედეგია იმის გათვალისწინწბით რაც რეგბის კავშირში ხდება!!!
დუდუ
06 დეკემბერი 2021 00:51
3
გულის ამრევად ითამაშეს, ძალიან სუსტი გუნდია, ლომის არაფერი ეტყობათ, უფრო შავი კატები იყვნენ! მარტო ხმალაძემ და თოდუამ ითამაშეს და ეგ ორი ბებერი ვერ მოიგებს მარტო თამაშს. თამაშის მერე ქართველმა ჟურნალისტმა რომ რუსულად ჩამოართვა კომენტარი რუსების მწვრთნელს ეგაც არასასიამოვნო იყო! არსებობს საერთაშორისო ენა და ვალდებულია ისაუბროს ინგლისურად. თუარადა საერთოდ ნუ ალაპარაკებდნენ!
cotne
06 დეკემბერი 2021 14:29
0
არაფერია,ჯერ დაკარგული არაფერი არარის....
მთავარია ყურები არ ჩამოყარონ ,ქართველებმა....



ზურა ზურაბი 12
04 დეკემბერი 2021 23:36
20
ნამუსია დაკარგული
სვინდისი :)
04 დეკემბერი 2021 23:47
1

სიახლეები პოპულარული