რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის შეხვედრა ხვალ, 11 დეკემბერს, 17 საათზე დაიწყება და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, „ავჭალაზე“ მაყურებელთა მესამედი დაიშვება.
გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მწყობრშია, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია:
"ცოტა გასაკვირი იყო ის, რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, ასე ხდება
„რაც შეეხება მეტოქეს, ის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. "ენისეი" სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ჰყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის, ლეგიონერები. მას ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.
"ენისეის" ძლიერ და საინტერესო მეტოქედ მიიჩნევს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:
"ვეთამაშებით რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს, რომელიც გაძლიერებულია სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით. "ენისეის" ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გრძელვადიანი, უცხოური შეკრებების მოწყობას. აქვთ ჩელენჯ ქაფზე თამაშის გამოცდილება და რამდენიმე ტოპ 14-ის გუნდიც დაამარცხეს. ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს, თუმცა ჩვენ მეტოქეს მომზადებულნი ვხვდებით და საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით“.
GeorgianRugby
"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა
რუსები ქართველ მორაგბეებთან გამარჯვებისთვის იბრძოლებენ - "შავი ლომის" სამზადისი
- სახელმწიფო საქართველოს ეტაპობრივი და მიზანმიმართული დაუსუსურება, დაკნინება, გ ა ძ ა რ ც ვ ა, გ ა ღ ა ტ ა კ ე ბ ა , უპერსპექტივო წარმონაქმნად გადაქცევისათვის ...ერის ნიჭი, უნარი, შესაძლებლობის ჩახშობა, დახშობა,დამცრობა - დაკნინებისათვის,
რაც სპორტის ყველა სახეობას დაეტყობა, თავისი ბიუჯეტიდან ფული არა გვაქვს (!)- მიზეზით ...
რომელ თამაშს უყურა არავითარი უირატესობა არ გვქონია