"შავი ლომი" რუსებთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციისთვის ემზადება

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" "ენისეისთან" შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბიჭებმა გადაიმეორეს ის დავალებები, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის შეხვედრა ხვალ, 11 დეკემბერს, 17 საათზე დაიწყება და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, „ავჭალაზე“ მაყურებელთა მესამედი დაიშვება. 

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მწყობრშია, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია:

"ცოტა გასაკვირი იყო ის, რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, ასე ხდება
ხოლმე. მაგრამ ახლა "ენისეისთან" თამაშისთვის ვემზადებით და მთელი კვირა დიდი მონდომებით ვივარჯიშეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ხვალ თითოეული ჩვენგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს“.

„რაც შეეხება მეტოქეს, ის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. "ენისეი" სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ჰყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის, ლეგიონერები. მას ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.

"ენისეის" ძლიერ და საინტერესო მეტოქედ მიიჩნევს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

"ვეთამაშებით რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს, რომელიც გაძლიერებულია სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით. "ენისეის" ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გრძელვადიანი, უცხოური შეკრებების მოწყობას. აქვთ ჩელენჯ ქაფზე თამაშის გამოცდილება და რამდენიმე ტოპ 14-ის გუნდიც დაამარცხეს. ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს, თუმცა ჩვენ მეტოქეს მომზადებულნი ვხვდებით და საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით“.

GeorgianRugby


alt"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა

altრუსები ქართველ მორაგბეებთან გამარჯვებისთვის იბრძოლებენ - "შავი ლომის" სამზადისი


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაიწყეთ უკვე დაბალი დაფინანსება- უფულობაზე- ც ლაპარაკი,რაც მალე სპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება ...აბა რისთვის მოათრია კრემლის გენერალიტეტმა- საქართველოს ხელისუფლებაში- 2012 წელს მისი ; მსტოვრები, ვაჭრები, ქურდები და კარიერისტები , ე.ი. ქეც- ნი ხარბი, ცბიერი და გაიძვერა ქოცები ?!
- სახელმწიფო საქართველოს ეტაპობრივი და მიზანმიმართული დაუსუსურება, დაკნინება, გ ა ძ ა რ ც ვ ა, გ ა ღ ა ტ ა კ ე ბ ა , უპერსპექტივო წარმონაქმნად გადაქცევისათვის ...ერის ნიჭი, უნარი, შესაძლებლობის ჩახშობა, დახშობა,დამცრობა - დაკნინებისათვის,
რაც სპორტის ყველა სახეობას დაეტყობა, თავისი ბიუჯეტიდან ფული არა გვაქვს (!)- მიზეზით ...
გლახუნა
15:33 10-12-2021
32
როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ
რომელ თამაშს უყურა არავითარი უირატესობა არ გვქონია
ელგუჯა
16:08 10-12-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული