შეცდომებით, წვალებით - "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურში „შავმა ლომმა“ თბილისში რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკის „ენისეი“ 27:20 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 18:6 მოიგო, მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, შემდეგ შეცდომები დაუშვა, საერთო ჯამში 7 დერეფანი წააგო, თუმცა საბოლოდ მაინც გაიმარჯვა.

მაისაშვილის შეგირდებმა ორი ლელო გაიტანეს - ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი 2-დან 1 გარდასახვა და 5 ჯარიმა გამოიყენა.

ამ მატჩის წინ ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ, გამარჯვების შედეგად კი „შავი ლომი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და 18
დეკემბერს "თელ ავით ჰითს" სავარაუდოდ თბილისში შეხვდება.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. მირიან მოდებაძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

2 ლელო: თოდუა, მამუკაშვილი

1 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

5 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

2 სინბინი: ჭეიშვილი, ხატიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძნელია კომენტარი გააკეთო, როცა თამაში არ გინახავს, მაგრამ რასაც ვხედავ, ისევ ძველი შეცდომებს ვუშვებთ - აუტში მწარედ გვიჭირს და ბურთი გვივარდება.როცა გუნდში ნაკრების კაპიტანი და რამდენიმე წევრი თამაშობს, ეს უკვე დასაფიქრებელია.მერე არასტაბილურობა გვჭირს - პირველ ტაიმს რიხიანად ვიწყებთ და მეორეში ვუმატებთ შეცდომებს. ფაქტია, კრიტიკა სამართლიანია გუნდის და მწვრთნელის მისამართით
: )))))))
12 დეკემბერი 2021 01:56
1
მადლობა ბიჭებო,მაგრამ საქართველოს ნაკების სათადარიგო, ე.ი. 2 ნაკრები - რომ ძლივს უგებს რუსეთის ჩემპიონს - რაღაც შესაცვლელია ...ან ნაკრების მწვრთნელად მოვიწვიოთ ინგლისელი, ან ავსტრალიიდან , ან ამ კლუბის მწვრთნელად... ვნახავთ მწვრთნელთა კონკურენციასაც და ეს კარგია.
გლახუნა
11 დეკემბერი 2021 22:27
2
მაისაშვილი სანსმ იქნება არაფერი გვეშველება...ეს კიდე თავისით წამსვლელი არ არის
დეპუტატობა გარანტირებულუ აქვს
12 დეკემბერი 2021 06:28
10
ეს ფრანჩაიზი რას ნიშნავს? თუ ამ ჯგუფს მოვიგებთ, შემდეგ ვის ვხვდებით? რუსებთან და ებრაელებთან თამაშით სარგებელი რა არის?
დამწყები
12 დეკემბერი 2021 11:01
3
დაგუგლე, საინტერესო ფენომენია.
ლევანი
12 დეკემბერი 2021 18:38
0
მაისაშვილი ნაკრენში უნდა დარჩეს, მაშინაც კი როცა კარგ უცხოელ მთავარ მწვრთნელს დავნიშნავთ. არ გვყავს რაგბის მცოდნე გამოცდილი ქართველი მწვრთნელები, როგორიც მაისაშვილია!
....
13 დეკემბერი 2021 05:44
2
კი ბატონო. მთავარია ჩამოიყვანონ მაღალი დონის მწვრთნელი.
გიორგი
13 დეკემბერი 2021 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული