შეცდომებით, წვალებით - "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურში „შავმა ლომმა“ თბილისში რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკის „ენისეი“ 27:20 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 18:6 მოიგო, მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, შემდეგ შეცდომები დაუშვა, საერთო ჯამში 7 დერეფანი წააგო, თუმცა საბოლოდ მაინც გაიმარჯვა.

მაისაშვილის შეგირდებმა ორი ლელო გაიტანეს - ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი 2-დან 1 გარდასახვა და 5 ჯარიმა გამოიყენა.

ამ მატჩის წინ ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ, გამარჯვების შედეგად კი „შავი ლომი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და 18
დეკემბერს "თელ ავით ჰითს" სავარაუდოდ თბილისში შეხვდება.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. მირიან მოდებაძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

2 ლელო: თოდუა, მამუკაშვილი

1 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

5 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

2 სინბინი: ჭეიშვილი, ხატიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი ჰაუტი რომ ვერ მოაწოდა, მეორე ვერ მოაწოდა, დააბრუნე მამუკაშვილი მოედანზე შე დალოცვილო. მოგებული თამაში კინაღამ დავთმეთ???
....
11 დეკემბერი 2021 19:28
4
მე მაინც მგონია, რომ რუსებს რევერანსებს ვუკეთებთ. ჯერ იყო და პენზის ლოკომოტივთან არ ითამაშეს შავი ლომის ძირითადის რამოდენიმე მორაგბემ. ეს მატჩი წავაგეთ??? ენისეისთან თამაშში დღეს, ტაიმ ნახევარი უპირატესობა გქონდა! ისე ჩანდა ბონუს ქულით უნდა მოგვეგო, მაგრამ მატჩის ბოლოს კინაღამ წავაგაეთ??? ისმის კითხვა რატომ? რუსებს დიდი დამსახურებაა ევროპის სარაგბო სუპერ თასის დაარსებაში. რუსების ინიციატივით შეიქმნა ეს ტურნირი...
....
11 დეკემბერი 2021 20:30
3
გილოცავთ ბიჭებო!!! გასაპნული ბურთით ივარჯიშეთ, რომ ბურთი ხელიდან აღარ გაგივარდეთ. ეს ძალიან უხეში ტერნიკური წუნია და უნფდა გამოასწოროთ. დერეფანი მეორე უმნიშვნელოვანელის ამბავია. ჯარიმის გამომუშავებას უამრავი ენერგია სჭიდრება და უხეირო დერეფანი ამ შრომას წყალში ჰყრის, საცოდაობაა. მომავალ გამარჯევების მოლოდინში ვართ თქვენი გულშემატკივრები.
გიორგი
11 დეკემბერი 2021 19:26
0
მთავარი მწვრთნელი ამბობს რუსებს ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს და თქვენ ვინ დაგიშალათ ჰეიგი აღარ მოგწონდათ სამხრეთაფრიკელ მწვრთნელზე წერდით მთელი წელი და ახლა ვინც გყავთ ის შედეგი არის
შოკირებული გულშემატკივარი
11 დეკემბერი 2021 21:28
7
მაისაშვილო წადი და ისე გადაგიხდიან ხელფასს,ოღონდ წადი!!!
ზურა
11 დეკემბერი 2021 20:02
11
თუ ოთხივე თამაშის ანალიზს გავაკეთებთ, აშკარად გამოჩნდა რომ პირველ ხაზში და 9 - 10 ნომრებზე გვჭირდება უკეთესი სელექცია და სიღრმეები. ხაზებს შორის ბალანსის გარეშე "შავი ლომი" მეტნაკლებად ძლიერ გუნდთან სერიოზულად შერცხვება. ქართულ რაგბს აქვს რესურსი საფრანგეთის ქვედა ლიგებში და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე რეგბისტების ხარჯზე გაძლიერდეს ჩვენი ფრანჩაიზი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "შავი ლომი" -ს შექმნით სშვილიშვილო საქმე გაკეთდა და ამ პროექტიდან ძალიან დიდ სიკეთეს მიიღებს ქართული რაგბი ! ! !
პანტელეიმონი
12 დეკემბერი 2021 00:01
0
ამ ფრანჩიზის მთავარი ამოცანა ის არის,რომ საქართველოს ნაკრების ის წევრები და კანდიდატები,რომლებიც ძლიერ ლიგებში არ თამაშობენ,შეიკრიბონ ამ გუნდში და ითამაშონ საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონის გუნდებთან.ამავე დროს ისინი იმ პროგრამით ემზადებიან,როგორც საქართველოს ნაკრები თამაშობს და როცა გუნდი შეიკრიბება,ისინი ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გაცილებით კარგად იქნებიან მზად,ნაკრების სათამაშო სქემებისათვის.მათ გვერდით,უკვე საფრანგეთ -ინგლისიდან ჩამოსული მორაგბეებიც უფრო სწრაფად აითვისებენ ამ სქემებს და შეთამაშების პრობლემა,უფრო ადვილად გადაილახება.მათ გვერდით გუნდში ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებიც ჰყავთ,რომლებიც აქ გაცილებით უფრო სწრაფად მომწიფდებიან,თუმცა ჯერ რა თქმა უნდა ჩამორჩებიან მომზადების დონით.მამუკა გორგოძეს ვულოცავ დიდ აღიარებას და შეგახსენებთ,რომ მან ვარჯიში ლევან მაისაშვილთან დაიწყო და მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.მის გვერდით უცხოელი სპეციალისტებიც მუშაობენ,რომლებიც თამაშის სხვადასხვა კომპონენტებში ავარჯიშებენ გუნდს,მაგრამ არც ისინი არიან ჯადოქრები.რაგბიში საკმაოდ ცოტა ხალხი ვარჯიშობს და მათგან ყოველთვის მსოფლიოს დონის ვარსკვლავები ვერ გამოიზრდებიან.საამისოდ მეტი ახალგაზრდობის ჩაბმა და გაცილებით უკეთესი სავარჯიშო პირობები თუ ორგანიზაციაა საჭირო.რაღაც დონეზე ასვლა უკვე შევძელით,მაგრამ უფრო მაღლა აცოცება,გაცილებით უფრო ძნელია და მხოლოდ ნიჭის თუ თავდადების საშუალებით,არაფერი გამოგვივა.
სოსო
13 დეკემბერი 2021 13:12
0
ტაბუცაძემ ძალიან მოუმატა დაცვაშიც, რაც ძალიან სასიხარულოა. თამაშში საჩვენო გარდატეხაც ტაბუცაძის 50-22 დარტყმამ შეიტანა. ივანიშვილი აღმოჩენაა. 8 ნომერზე ნაკრებში უკვე სამი უძლიერესი კაცი გვყავს. ახალგაზრდა ფლანკერებიც ძალიან მარგები არიან. ვეტერანებმაც მაღალი დონე აჩვენეს. მსაჯმა და განიავებულმა დერეფნებმა თამაში ძალიან არია. თავიდან ბევრი ბურთი გაგვივარდა ხელიდა. ეს ორი ტექნიკური წუნი აუცილებლად გამოსასწორებელია, თორემ ნებისმიერი ძლიერი გუნდი გადაგვივლის. წარმატებით ბიჭებო!
გიორგი
11 დეკემბერი 2021 21:48
1
წვალებაი საკვირველი. დაგვცინეს დერეფანში.
ლუკა
11 დეკემბერი 2021 19:09
5
არ ვიცი რა სჭირდა გოგა ხუროშვილს.ეს მატჩი,ალბათ კარიერის კოშმარად დარჩება, მის ცხოვრებაში.აშკარად მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი.ისე რუსებთან ორივე მატჩში, გარდატეხა,მათ შემადგენლობაში მოთამაშე ქართველმა ბიჭებმა შეიტანეს.ეცადნენ ნაკრების მწვრთნელებისათვის თავი კარგად წარმოეჩინათ და მგონი გამოუვიდათ კიდეც.გამარჯვება კარგია და ვულოცავ,მაგრამ აშკარად გამოჩნდა,რომ გუნდს,სრულფასოვანი რეზერვების სიღრმე აკლია და ამაზე, უკვე ახლავეა საზრუნავი
სოსო
11 დეკემბერი 2021 21:37
1
24-6 -ს ვიგებდით, დამთავრებას აღარაფერი აკლდა და 2 ლელო როგორ გაუშვეს?
: )))))))
11 დეკემბერი 2021 19:58
1
დანარჩენ თამაშებს წააგებენ არ ყავთ ხალხი ზამენაზე
ელგუჯა
11 დეკემბერი 2021 19:46
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული