სუპერთასი - ისრაელში თოდუას გარეშე

AutoSharing Option
"შავი ლომი" დღეს ღამით ისრაელში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე მატჩში სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ "თელავივ ჰითს" ეთამაშება.

მეორე ტურის გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ფეთაჰ თიქვაში დაიწყება. განვლილ მატჩში, რომელშიც "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" 27:20 დაამარცხა, კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ვერ დაეხმარება სანდრო თოდუა.

"გიორგი ბაბუნაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და მწყობრშია. სამწუხაროდ, გრძელვადიანი ტრავმა აღმოაჩნდა სანდრო თოდუას. მან კუნთი გაიწყვიტა და 9-10 კვირა დასვენება მოუწევს. გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები და მოთამაშეები დაკვირვების ქვეშ არიან.
ისრაელში 28 მოთამაშით მივფრინავთ და შესაძლოა, ტრავმების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდეს", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

"რადგან მოთამაშეები ლიმიტირებული გვყავდა, ისე ვერ მოვემზადეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი მიჯრით მესამე თამაშია, მეტ-ნაკლებად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრისთვის მობილიზებას მოვახერხებთ".

შეგახსენებთ, "შავ ლომთან" მატჩამდე, "თელავივ ჰითი" დღეს, 20:00 საათზე, "ენისეისთან" საშინაო შეხვედრას თბილისში, "ავჭალაზე" გამართავს.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული