რაგბი ევროპის სუპერთასის წლის ბოლო მატჩში "შავმა“ ლომმა" ფეთახ თიკვაში "თელ-ავივ ჰითი" 52:28 დაამარცხა, სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოეგო.
"შავი ლომი" თანდათან აუმჯობესებს თამაშს (თუმცა შეცდომებიც თვალსაჩინოა, მეტადრე დისციპლინის მხრივ), ეს შეხვედრა წინაზე უკეთ ჩაატარა, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქე საბოლოოდ დაჯაბნა და დამსახურებული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ამ მოგებამ "შავი ლომი" პირველ ადგილზე დააბრუნა, პლეი-ოფის საგზური გაუნაღდა და დასკვნით შეხვედრაში ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ "იბერიანსს" უმასპინძლებს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი კი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" ესტუმრება.
"შავი ლომი"
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი (კაპ.), 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.
7 ლელო: მამამთავრიშვილი, მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), პერანიძე
7 გარდასახვა: მ.ბაბუნაშვილი
1 ჯარიმა: მ.ბაბუნაშვილი