სამხრეთაფრიკელი მორაგბეები საქართველოში - "იმედია, ნაკრებში მოვხვდები"

AutoSharing Option
ოზურგეთის “არწივების” რიგებში ორი სამხრეთაფრიკელი ახალწვეულია – 21 წლის ჯაბულან მუკულვანი და 22 წლის ჯასტინ ნაუდე, რომლებიც ხაზს გაამაგრებენ.

მორაგბეები იოჰანესბურგიდან იანვრის შუა რიცხვებში ჩამოფრინდნენ და კლუბთან ერთად სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ - კიდევ ერთი წლით დარჩენის პერსპექტივით.

“ძალიან მომწონს კლუბიც და აქაური თბილი და მეგობრული ატმოსფეროც. ჩემი დიდი სურვილია გავამართლო დაკისრებული მოვალეობები და იმედები არ გავუცრუო როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს. ქართული ენის შესწავლის სურვილიც მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს” – ამბობს ჯაბულან მუკულვანი და ხუმრობით ამატებს: “იმედია ნაკრებშიც მოვხვდები“.

ლეგიონერები იდეალურ
სპორტულ ფორმაში არიან და ჩასატარებელ მატჩებს დიდი მონდომებითა და საბრძოლო განწყობით ხვდებიან.

ამ დროისთვის “არწივები” მეორე ლიგაში ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ და 5 ქულით ჩამორჩებიან ჯგუფის ლიდერს, თბილისის “არმია”-ს, რომელსაც ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

წყარო: გურიის მოამბე

altპირველად - ქართულ რაგბიში ორი ფიჯელი ითამაშებს


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრების არ ვიცი მაგრამ შავი ლომის კარი ღია უნდა იყოს. მაგრამ ჯერ დაიმსახუროს თორემ აბსულიტური ნოუ ნეიმია ამ მომენტისთვის
1

სიახლეები პოპულარული