რუსეთის ნაკრების თამაშის შესწავლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია - რაგბის კავშირის მენეჯერი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსეთის 7-კაცა რაგბის ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოემზადება, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

sportall.ge საქართველოს რაგბის კავშირის მენეჯერ სანდრო ნიჟარაძეს ესაუბრა:

"გაუგებარია, ამ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება რატომ მოჰყვა. საქართველოში რუსული კლუბებიც ჩამოდიან. პირველ რიგში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მოემზადება თუ არა რუსეთის 7-კაცა ნაკრები საქართველოში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გერმანიასა და ესპანეთთანაც მიმდინარეობს. 

რუსეთის ნაკრებს საფრანგეთში უნდა შევხვედროდით, მაგრამ კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხერხდა. ისინი ივნისში გასამართ ტურნირზე ჩვენი კონკურენტები არიან. შესაბამისად, მათი თამაშის
კარგად შესწავლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია...

რაც შეეხება მზადების ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას - მას საქართველოს რაგბის კავშირი ნამდვილად არ ფარავს".

altსკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 3 /
.... მიზნები :(
FAN1
17:55 08-02-2022
0
ხო ბიძო ფარავს აბა რაგბის კავშირს მაგის სახსრები სად აქვს... სამარცხვინო ხალხი ბიძგვინამ თავის ხელი დაატყო უკვე რაგბსაც თავის ჭკუაზე ატრიალებს
ქართველი
16:02 08-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული