"ესაა რაგბისა და სამშობლოს ღალატი" - ვეტერანი მორაგბე რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში

AutoSharing Option
"მთავარ არხთან" საუბარში ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრების შეკრების ქუთაისში შესაძლო გამართვას აფასებს:

"ძალადობით მოსული რეჟიმი, რომელიც არის უკვე დე ფაქტო მმართველობა და კარგს არაფერს მოუტანს რაგბის, მაგას პირველსავე დღიდან ვიძახდით.

რატომ უნდა გაუხსნა კარტები, თუ ის შენი კონკურენტია?! - ეს სპორტული შეცდომაა. პლუს, პოლიტიკური შეცდომაა, რადგან რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და ქართველების 99%-ს, ალბათ, არ ესიამოვნება ეს ფაქტი.

ეს არის რაგბის ღალატი და, ალბათ, უფრო სამშობლოს ღალატი", - თქვა ბობა კვინიხიძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
საღამოს სახლში რომ მიხვალ პური არ ჭამო რუსეთიდანაა ფქვილი შემოტანილი, ოთახში შუქი არ აანთო ელექტროენერგია რუსეთიდანაა ნაყიდი, ფეხით იარე მანქანაში ბენზინი არ ჩაასხხა რუსეთიდანა შემოტანილი... თუ ამას ყველაფერს იზამ დავიჯერებთ რომ მართლა პატრიოტიზმი გაწუხებს და თუ ვერ მაშინ უბრალოდ პოპულისტი და ურაპატრიოტი ხარ
ქართველი
17:31 08-02-2022
26
ბობა შენზე ამბობენ ოკუპანტში თამაშობდაო და რა ხდება გაგვარკვიე რა, მაშინ არ იყო ღალატი და ეხლა გახდა რაც ფედერაცია გადაგახიეს თავზე ?

პ.ს. შეკრებაზე არ ვაკეთებ კომენტარს, არვიცი რა შედეგის მომტანი შეილება იყოს, მაგრამ ვაცლიდი მე ფედერაცია აჟიოტაჟის გარეშე მუშაობას და თუ ვერ ივარგებს 4 წლის მერე მოვუხდი ბოდიშს და გავუშვებ სახლში მართლა რაგბზე რო შემტკიოდეს გული და არა სკამზე, ზოგიერთებივით!
ბარო ბობა
16:34 08-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული