7-ქალა - საერთაშორისო ტურნირი "შევარდენზე“

AutoSharing Option
26 მარტს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზა 7-ქალა რაგბიში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. მასში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები 11 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება.

დედაქალაქში სტუმრად საბერძნეთი ჩამოდის, რომელსაც საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, ერთხელ უკვე უთამაშია. მისი მეტოქეები ზუგდიდის, ქუთაისის და თბილისის "ლოკომოტივის" გუნდები იქნებიან, ასევე - საქართველოს ნაკრები, რომელიც კლუბის გარეშე მყოფი გოგონებით დაკომპლექტდება.

საქართველოს 7-ქალა ნაკრების მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე მოხარულია, რომ გოგონებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თამაშის შესაძლებლობა ექნებათ:

„ჩვენი სურვილია, რომ წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საერთაშორისო ტურნირს მაინც
ვუმასპინძლოთ. შარშან ამის შესაძლებლობა პანდემიამ არ მოგვცა, წელს კი ბერძნები გვეწვივნენ. ჩვენი მხრივ, მათ ვხვდებით ქართული გუნდებით, რომელთა შემადგენლობაში ნაკრების კანდიდატებიც ითამაშებენ, რასაც დაემატება უკლუბოდ მყოფი სანაკრებო ბირთვისგან შემდგარი გუნდი. ამ ტურნირს რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მოსამზადებელ ეტაპად არ განვიხილავ, რადგან შესაბამისი დონის ვერ იქნება. მას უფრო სხვა დატვირთვა აქვს – ქალთა რაგბის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე, შესაძლებლობა გოგონებისთვის, წარდგნენ მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე“.

საერთაშორისო ტურნირი 7-ქალა რაგბიში
26 მარტი. „შევარდენი“
11:00 საქართველო – ზუგდიდი

11:15 საბერძნეთი – ლოკომოტივი

12:15 საქართველო – ქუთაისი

12:30 ზუგდიდი – საბერძნეთი

13:30 ქუთაისი – ლოკომოტივი

13:45 საქართველო – საბერძნეთი

15:30 საქართველო – ლოკომოტივი

15:45 ქუთაისი – ზუგდიდი

16:45 ქუთაისი – საბერძნეთი

17:00 ზუგდიდი – ლოკომოტივი

rugby.ge

alt"ქარი ქაფი" - "შავი ლომი" სამხრეთ აფრიკაში ორ ეტაპად მიემგზავრება

altსუპერთასის ნახევარფინალი - "შავი ლომი" "იბერიანსს" 17 აპრილს უმასპინძლებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული