"ქარის თასი" - "სიმბასი" "შავ ლომთან" სათამაშოდ ვერ ჩავიდა

AutoSharing Option
ქარის თასზე "შავი ლომის" დებიუტი 2 აპრილამდე გადაიდო. მიზეზი კენიის "სიმბასია", რომელიც სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა…

ამრიგად, 26 მარტს გასამართი შეხვედრა გაუქმდა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით, "შავ ლომს" კენიელებთან მოგება ჩაეთვლება.

რადგან ჩვენი გუნდისთვის შედეგზე უფრო მეტად სათამაშო პრაქტიკაა საინტერესო, "შავი ლომი" ალტერნატიული ვარიანტის გამონახვას და ამხანაგური მატჩის გამართვას ეცდება.

ამ წუთისთვის დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "შავი ლომი" "ქარის თასის" პირველ შეხვედრას 2 აპრილს გამართავს და მისი მეტოქე ზიმბაბვეს "გოსჰოქსი" იქნება.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეჰ,ეტყობა იქაც მაგარი აჯაფსანდალია.
სოსო
22:49 25-03-2022
0
სანქციების ბრალია?
0

სიახლეები პოპულარული