ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული "შავი ლომი" დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ესპანურ "იბერიანზს" 17 აპრილს, "ავჭალაზე", 18:00 საათზე დაუხვდება. საგულისხმოა, რომ კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ მატჩზე დასწრება სრულადაა დაშვებული, ტრიბუნებზე კი 3500 მაყურებელი ეტევა.
სამხრეთ აფრიკიდან, ქარის თასიდან დაბრუნების შემდეგ, გუნდს შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, შალვა მამუკაშვილი და ნიკა ხატიაშვილი.
"მოწინააღმდეგის ორი თამაში ვნახეთ და საკმაოდ კარგი, სწრაფი გუნდია. ტრავმირებულები არ გვყავს და მოსამზადებელი
"აქტიური მზადების პროცესში ვართ. გავიარეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. წინ კიდევ ორი ვარჯიში გვაქვს და თამაშს მზადყოფნაში შევხვდებით", - ამბობს სანდრო თოდუა.
გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს ლუკა ივანიშვილს:
"აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან შეკრებაზე შევედით. მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით ნახევარფინალური შეხვედრისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხარდაჭერა და ვიმედოვნებ, ტრიბუნები 100%-ით შეივსება".
"შავი ლომი" შეკრებაზე
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;
11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;
15: ლაშა ხმალაძე.
რაგბი ევროპის სუპერთასი. ნახევარფინალები
ლუზიტანუში (პორტუგალია) – თელავივ ჰითი (ისრაელი)
17 აპრილი. თბილისი. 18:00
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანზი (ესპანეთი)
rugby.ge
იმ ქალბატონმა სკოლებში სვანური და მეგრული შემოვიღოთო, ახლა თქვენ იქეთ კოლხეთი და აქეთ იბერიაო დავარქვათო.... ისედაც, ხომ აწყობილი და შეხმატკბილებული ქვეყანა გვააქვს....და რაღა გვიჭირს... მეგობრებო, აჯობეებს რაგბს ვუგულშემატკივროოოთ.... წარმატებები...