"შავმა ლომმა" "კავალიერსთან" დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ქარის თასის მე-8 ტურში "შავი ლომი" ველინგტონის "ბოლანდ სთედიუმზე" ერთ-ერთ კონკურენტ "კავალიერსთან" 17:27 დამარცხდა.

ეს შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, დღეს ქართული ფრენჩაიზი 78-ე წუთამდე 17:13-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთაფრიკელებს დარჩათ.

"შავმა ლომმა" ტურნირზე ჩატარებული 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 წააგო, 19 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 ივნისს "იგლზს" დაუპირისპირდება.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ლაშა ჯაიანი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. მიხეილ წიკლაური, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

3 ლელო: აქუბარდია, ივანიშვილი (2)

1 გარდასახვა: გ. ბაბუნაშვილი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
გუნდი რა დღეშია მაზოხისტები ხართ ფედერაციაში? მწვრთნელი ჩამოიყვანეთ ვინც წინ წაიყვანს ნაკრებსაც და ამ ფრანჩაიზსაც!!! ეყოფა ამ მაისაშვილს გამდიდრდა უკვე ნაკრებში და შავ ლომში აღებული ფულით! ბრმა უნდაიყოს ადამიანი,რომ ვერ ხედავდეს ნაკრების რეგრესს!!! მსოფლიოზე დიდი სირცხვილი იქნება!!!
ზურა
21:46 29-05-2022
9
მომაკვდავი, რომ დღითიდღე მძიმდება, სწორედ ასეა ქართული რაგბის საქმე.
ზაზა
23:55 29-05-2022
9

სიახლეები პოპულარული