"შავმა ლომმა" "გრიფონთან" დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ქარის თასის ნახევარფინალში „შავმა ლომი“ ტურნირზე უძლეველ სამხრეთაფრიკულ „გრიფონთან“ 38:41 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ძირითადი დრო 31:31 დასრულდა, ექსტრა ტაიმში მეტოქე 41:31 დაწინაურდა, ქართველმა მორაგბეებმა ბოლოს ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

ქართულმა ფრენჩაიზმა პირველივე წელს რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო და ქარის თასის პლეი-ოფში გავიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი კომენტარი გუნდს არ ეხება. კავშირს ვთხოვ: რამენაირად უზრუნველყავით რა რეპორტაჟები! რად გვინდა ტურნირი, რომელსაც ვერც კი ვუყურებთ& ნერვები აღარ მყოფნის. მეოცე საუკუნის ოციანია ხომ არა რის, არა&
რეზო
19 ივნისი 2022 00:59
0
მართალია, ამჯერად "მივედი ვნახე დავამარცხე" არ გამოვიდა, მაგრამ ხვალეც ხომ იქნება? ჰოდა ხვალისთვის კარგი გამოცდილებით გამარჯვება ჩვენს ლომებს დარჩება.
ჟორა გაბრიჭიძე
18 ივნისი 2022 18:34
1
მეგობრებო, ,,შავმა ლომმა'' ღირსეულად იომა....და მართალია თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მაინც ქებას იმსახურებს. ფაქტია, ბევრი ლელოები გავუშვით და გავიტანეთ, იმიტომ რომ მეტოქეს ღია თამაშში ავყევით... რაც არის, არის... დიდი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმაც და მწვრთნელებმაც... წარმატებები... პირადად მე, ამ ეტაპზე, გამართლებულად მიმაჩნია ამ ტურნირში მონაწილეობა...
გიორგი-50
18 ივნისი 2022 12:55
2
ამ იუთუბ არხზე იყო "შავი ლომის" ყველა თამაში https://youtu.be/f889VFQtEvU
ლაშა
18 ივნისი 2022 12:36
0
ეს აუტის მოწოდ ება რა პრობლემა გაგვიხდა, ამდენ შეცდომას რაგბი ევროპაზეც კი არავინ უშვებს.
irakli81
18 ივნისი 2022 09:42
0
სოსო -პირველი ტაიმის 35 წთ ვუყურე https://vk.com/videos-200149158 მერე გაითიშა, ამდროის განმავლობაში ერთი 5 ჩვენი აუტი წავაგეთ მეტოქის 22ში და 5 მეტრიანში
irakli81
18 ივნისი 2022 15:00
0
ირაკლი,სად უყურე?რაგბი ტვ-ზე ველოდი,მაგრამ მერე რომ შევამოწმე,პროგრამიდანაც ამოგდებული იყო.საერთოდაც შავ ლომს ჩვენი ყურადღება აშკარად მოაკლდა.მგონი კარგად ვერ ვხვდებით, მის მნიშვნელობას.
სოსო
18 ივნისი 2022 10:20
0

სიახლეები პოპულარული