2021/2022 წლების სუპერ თასის გამარჯვებული უკვე ბათუმშია. მანამდე გუნდმა 10-დღიანი შეკრება გაიარა „აია არენაზე“, სადაც ამ სეზონში საშინაო შეხვედრებს გამართავს. ტრავმის გამო პირველ შეხვედრას ექვსი მოთამაშე ტოვებს. ესენი არიან ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი, ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ტარიელ დონაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი.
„სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმირებული გვყავს. მათ ნაწილს ძველი ტრავმები გადმოყვა. ქერდიყოშვილმა ოპერაცია საფრანგეთში გაიკეთა, მაგრამ
სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. სასტარტო 15-ეულში ის მორაგბეები არიან, რომლებიც შარშანაც იცავდნენ "შავი ლომის" ღირსებას, მარქაფაში კი 5 დებიუტანტია:
„ახალი სეზონისთვის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, თუმცა გვაქვს გარკვეული ცვლილებები. შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდათ (ნიკო აფციაური და მიხეილ გაჩეჩილაძე) და საინტერესო იქნება მათი საქმეში ხილვა. ხუთი დებიუტანტია მარქაფაში – გიორგი ჭყოიძე, დათო აბდუშელიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე და გიორგი მარგალიტაძე. ეტაპობრივად ვეცდებით, რომ ყველას მივცეთ საკმარისი სათამაშო დრო. პირველი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულები“.
მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ‘შავი ლომი’ სეზონის პირველ თამაშს მომზადებული ხვდება და მეტოქის შესახებ საუბრობს:
„ქუთაისში მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გვქონდა. ვფიქრობ, მომავალი შეხვედრისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებ, ნამუშევარს მოედანზე კარგად გადავიტანთ. ‘ბათუმის’ სუპერ თასში ჩართვა ბოლო მომენტში გადაწყდა. მანამდე მათ ნაცვლად სუპერ თასში იტალიური კლუბის მონაწილეობა განიხილებოდა, იყვნენ სხვა მსურველებიც, თუმცა რაგბის კავშირმა დიდი სამუშაო გაწია, რათა ევროტურნირებში ‘ბათუმი’ მოხვედრილიყო“.
„მათ ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა, რაც რთულია, თუმცა ევროტურნირებში თამაში საინტერესო და დიდი გამოცდილება იქნება. მეტოქის სიძლიერეზე დიდი 10-ის პირველი ორი ტურის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ‘ბათუმმა’ სრული პოტენციალი ვერ გამოავლინა, მეორე ტურში კი უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშია, რადგან აქცენტი ჩვენთან შეხვედრაზე გაკეთდა. ვფიქრობ, მათი რეალური ძალა კვირას გამოჩნდება“.
რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური
11 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“. 16:30
ბათუმი (საქართველო) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ლაშა ლომიძე.

Rugby.ge