"შავი ლომი" | სამ-სამი ცვლილებით "ჰითთან"

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის "შავი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა – სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ჩვენი გუნდი ქუთაისში, „აია არენაზე“ ისრაელის "თელავივ ჰითსს" მასპინძლობს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 16:30 საათზე დაიწყება და რადგან პირველ ტურში ორივე გუნდმა შეძლო მეტოქის დამარცხება, გამარჯვებული ერთპიროვნულად გალიდერდება.

"შავმა ლომმა" პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" ბონუსით, 29:3 დაამარცხა. ერთი კვირის წინანდელი შემადგენლობიდან პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. თამაშს იწყებენ ბურჯი ნიკა ხატიაშვილი და კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელიც გუნდის კაპიტანია. ძირითადში ადგილი შინარჩუნა
მარჯვენა ბურჯმა ნიკა პატარაიამ. უცვლელია მეორე ხაზის წყვილი – ნოდარ ჭეიშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდა მიხეილ გაჩეჩილაძე. კვლავ იწყებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება. შეიცვალა ცენტრი და თამაშს ლაშა ლომიძე და თორნიკე კახოიძე იწყებენ. ფრთის პოზიციაზე გამოჩნდა ოთარ ლაშხი, მეორე ფრთა კი აკა ტაბუცაძეა. ფულბეკის პოზიციაზე კვლავ მირიან მოდებაძეს ვიხილავთ.

მარქაფაში არიან და "შავ ლომში" დებიუტი ექნებათ კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს, მეორეხაზელ გიორგი კერვალიშვილს და მესამეხაზელ პაატა გალდავას. მარქაფაში არიან ბუჯები დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი, 9 ნომერი გიორგი მარგალიტაძე, მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი და ხაზის მოთამაშე დემე თაფლაძე.

„ჩვენთვის ტიტულის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა პრიორიტეტი სიღრმეების გაზრდაა, რაც ავტომატურად ნიშნავს სანაკრებო სიღრმეების გაზრდას. სწორედ ამიტომ, შემადგენლობაში გვაქვს როტაცია. იმ მოთამაშეებს, რომლებმაც კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე თავი გამოიჩინეს, ეძლევათ შესაძლებლობა და ჩვენთვის საინტერესოა მათი საქმეში ნახვა“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

"ჰითმა" პირველ ტურში "ვულვზი" ბუქარესტში 25:20 დაამარცხა. შარშან "შავმა ლომმა" ისრაელის გუნდს თბილისში 33:10, ფეთაჰთიქვაში კი 52:28 სძლია. შარშან დაარსებული, სამხრეთ აფრიკელი, ფიჯელი და ევროპელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული "ჰითი", წელს უფრო შეკრული გუნდია. მაისაშვილი მომავალი მეტოქის ინდივიდუალიზმზე აკეთებს აქცენტს:

„შარშანდელთან შედარებით "ჰითი" უფრო დალაგებულ და სტრუქტურულ თამაშს აჩვენებს, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა მათ მთავარ კოზირად კვლავ რჩება ინდივიდუალიზმი. ისინი თავს კარგად გრძნობენ არეულ თამაშში. ვეცდებით, რომ მეტოქეს დალაგებული და ორგანიზებული თამაში დავუპირისპიროთ“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური
18 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“. 16:30
შავი ლომი (საქართველო) – ჰითი (ისრაელი)
შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე (კაპ.), 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ იჩქაროთ ერთი ორი დღეც დაიცადეთ მერე დაწერეთ შედეგი
დავითი
21:27 18-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული