მაისაშვილი: "ჰითთან" პირადი ანგარიშები გვაქვს

AutoSharing Option
"შავმა ლომმა", რომელიც 17 დეკემბერს "ავჭალაზე" გასამართი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ჩვენი გუნდი ტიტულს ისრაელის "თელავ-ივ ჰითთან" დაიცავს, რომელიც ძირითადად სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა მომავალი თამაშის და მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, რომლებიც
ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ.

გვაქვს ტრავმები, გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულია სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმებიც.

Sportall.Ge

წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ "ჰითთან" პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი "ავჭალას" გაავსებს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

ლაშა ხმალაძე: "მეტოქე კარგი გუნდია, აქტიურობს შეჯგუფებებში და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით, ინტერვალებში მეტი შევუტიოთ და "ჰითი" წნეხში ვამყოფოთ. კონცენტრირებული ვართ სათამაშო სიტუაციებზე და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ".

ოთარ ლაშხი: "ვეცდებით სისტემური, გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ. ჩვენი მხრივ, ბოლომდე დავიხარჯებით და მაყურებელს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ".

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
წინა ინტერვიუდან: "სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაზე მაყურებლის დასწრება კრიტიკას ვერ უძლებდა". ახლა იძახის რომ იმედოვნებს მაყურებელი ავჭალას გაავსებს - არ გაავსებს სამწუხაროდ, სანახევროდაც არ გაავსებს მილიონიანი ქალაქი 4000იან ტრიბუნებს.
ვინ გიშლით ხელს, რო ასეთი თამაშები თბილისს არ შეტენოთ? არ აინტერესებს დედაქალაქს არც შავი ლომი, არც ნაკრები, მანდ "ტუსოვკებზე" მიეჩქარება ხალხს. გასასამართლებელი საბუთიც სულ აქვთ, ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა. რა გიშლით ხელს რომ შავი ლომის თამაშები სრულად რეგიონებში გაიტანოთ. მშვენიერი ბაზები გვაქვს: ფოთში, ასპინძაში, გორში, თელავში, იქ ხალხს ნაკრების ბიჭების ნახვა უხარია და გაივსებოდა სტადიონები. დასწრება უკეთესი იქნებოდა ქუთაისში, ბათუმში და რუსთავშიც. რამდენი წელია ეს პრობლემაა და არაფერი გაკეთებულა მის მოსაგვარებლად!
თორნიკე
12:47 15-12-2022
0
ლევან, ვიცი ჭკუის დამრიგებლები და მრჩევლები არ გაკლიათ, მაგრამ უელსთან შერკინებაში ვინც გყავდათ ბოლოს, ოღონდ მამუკაშვილის გარდა(ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ ასაკშია), ის ბიჭები დააყენენეთ ძირითადში.... გთხოვთ, განიხილოთ ეს ვარიანტი... ,,ჰითი'' ისრაელის სახელით გამოდის, თორემ მაგენი 90 % ოკეანელები არიან... და სისწრაფეში და არეული თამაშით მაგენს ვერ მოვუგებთ... უნდა ჯანით და თავიდანვე ფსიქოლოგიურად მივჯირყვნოთ....
გიორგი 50
12:49 15-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული