"შავმა ლომმა" "ჰითს" სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის სუპერთასი

AutoSharing Option
რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ „თელავ-ივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ქართული ფრენჩაიზი საჯარიმოთი მატკავამ დააწინაურა, ამას ჩვენი გუნდის შეტევა და საჯარიმო ლელო მოჰყვა. შემდეგ აფციაურის წამოწყებული იერიში თაფლაძემ დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 15:0 გახდა. „ჰითმა“ ჩვენს ნახევარზე მხოლოდ მე-15 წუთზე მოახერხა გადასვლა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. „შავი ლომი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით შერკინებაში სჯაბნიდა მეტოქეს, ხანგრძლივი შეტევა ხმალაძემ ლელოთი დაასრულა, მატკავამ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 22:3
დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისაშვილის გუნდმა მატკავას ძალისხმევით ანგარიში გაზარდა, თუმცა აქედან მოყოლებული არეულ თამაშში მოწინააღმდეგე გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა12 ქულამდე შეამცირა. 72-ე წუთზე აქუბარდია გაასინბინეს, თუმცა "შავმა ლომმა" მშვიდად შეძლო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი
17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 29:17 (22:3)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთ თამაშებზე 3000 კაცი რომ არ მოვა სტადიონი რომ გაივსოს, გულშემატკივარს ამბიცია რომ უფრო დიდ კლუბებს ვეღამაშოთ არ უნდა ჰქონდეს. ვისაც გინდათ გეწყინოთ :) ფინალია ბოლო-ბოლო
იქ ვინც იყო
18:28 17-12-2022
3
როდესაც ასეთ თამაშზე ხალხი არ მიდის ექვს ერში რა გვესაქმება.
5

სიახლეები პოპულარული