რადგან "შავი ლომი" "ბორჯღალოსნების" ბირთვს წარმოადგენს, სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. გაფართოებულ, 32-კაციან განაცხადში 18 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.
„ვფიქრობ ყველამ კარგად დაინახა, რამდენად დიდია "შავი ლომის" როლი ნაკრების მზადების პროცესში. სამხრეთამერიკული ტურნე დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში უმნიშვნელოვანესია. აქ მოდიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ის მორაგბეები, რომლებიც მსოფლიო თასის წინ სელექციისთვის მოიაზრებიან და მათ მაღალ
ტურნეს ფარგლებში "შავი ლომი" ურუგვაიში, მონტევიდეოში 4 თამაშს გამართავს, მათ შორის კი (2 თამაშის შემდეგ) არგენტინაში ჩავა და ფაქტობრივად, არგენტინის მეორე ნაკრებს, "პამპასს" შეხვდება.
"შავ ლომს" პირველი მატჩი 8 აპრილს, მონტევიდეოში, სტადიონ „შარუაზე“ არგენტინული "დოგოს XV"-ის წინააღმდეგ ექნება, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 6-იდან 5 თამაში მოიგო და 26 ქულით პირველ ადგილზეა; 14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს "სელკნემს" ვერკინებით (5 თამაშიდან 11 ქულა და მე-4 ადგილი); 21 აპრილს ადგილობრივ "პამპასს" (6 თამაშიდან 17 ქულით მე-3 ადგილი) ბუენოს-აირესში, „კასა პუმას“-ზე ვეთამაშებით, რის შემდეგაც მონტევიდეოში დავბრუნდებით და 28 აპრილს "Sudamerica Rugby XV"-ს, ხოლო 6 მაისს მასპინძელს, 2022 წლის გათამაშების ჩემპიონ "პენიაროლს" შევხვდებით.
„ვეთამაშებით ჩილეს და ურუგვაის ფრენჩაიზებს, რომლებიც 80-90%-ით ეროვნული ნაკრების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასევე არგენტინულ გუნდებს, რომლებიც ფაქტობრივად, ამ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრები არიან და შემადგენლობაში ძლიერი მორაგბეები ჰყავთ. სულ 5 თამაში გვექნება და ყველა მაღალი ხარისხის“ – აღნიშნავს მაისაშვილი.
"შავი ლომის" რიგებში სამხრეთამერიკულ ტურნეზე ითამაშებს გამოცდილი "ბორჯღალოსანი" მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც შარშან შემოდგომაზე კოჭსა და მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა და მოედანს უბრუნდება. მასთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:
„ნარიაშვილმა დიდი გზა გაიარა. ორი ოპერაციის შემდეგ. მას საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პროცესი ჰქონდა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით. ახლა ის კარგ ფორმაშია და მოხარული ვარ ტურნეზე ჩვენთან ერთად რომ იქნება“.
"შავი ლომი" სამხრეთ ამერიკის ტურნეზე
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია;
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, პაატა გალდავა;
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, თორნიკე კახოიძე;
11-14: აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი;
15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ქორი ბრაუნი, მერაბ კვირიკაშვილი
"შავი ლომის" სამხრეთამერიკული ტურნეს განრიგი
8 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“
შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)
14 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“
შავი ლომი (საქართველო) – სელკნემ (ჩილე)
21 აპრილი. ბუენოს აირესი. „კასა პუმას“
შავი ლომი (საქართველო) – პამპას (არგენტინა)
28 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“
შავი ლომი (საქართველო) – Sudamerica Rugby XV
6 მაისი. მონტევიდეო. „შარუა“
შავი ლომი (საქართველო) – პენიაროლი (ურუგვაი)
rugby.ge