აქამდე გარკვეული იყო, ჩვენი გუნდი რომელ დღეს რომელ მეტოქესთან და სად ითამაშებდა, ახლა კი მატჩების დაწყების დროც დაზუსტდა.
"შავი ლომი" პირველ თამაშს 8 აპრილს, მონტევიდეოში, სტადიონ "შარუაზე" არგენტინული "დოგოს XV"-ის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 6 თამაშიდან 5 მოგებით (26 ქულა), მიმდინარე გათამაშებაში პირველ ადგილზეა. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.
14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს "სელკნემს" ჩვენი დროით ასევე 22 საათზე ვერკინებით (6
ამის შემდეგ გუნდი არგენტინაში გადაინაცვლებს და 21 აპრილს ადგილობრივ "პამპასს" (6 თამაშიდან 4 მოგება, 17 ქულა და მე-3 ადგილი) ბუენოს-აირესში, "კასა პუმასზე" ვეთამაშებით. შეხვედრა საქართველოს დროით ნაშუაღამევს, 22 აპრილის 01:00 საათზე დაიწყება.
მონტევიდეოში დაბრუნების შემდეგ "შავი ლომი" წვეულ გუნდს, "Sudamerica Rugby XV"-ს საქართველოს დროით 29 აპრილს, ასევე ნაშუაღამევს, 01:00 საათზე შეხვდება.
ტურნეს ფარგლებში ქართული ფრენჩაიზი დასკვნით თამაშს 6 მაისს მასპინძელთან, ამერიკის სუპერლიგის 2022 წლის გათამაშების გამარჯვებულ "პენიაროლთან" გამართავს. ურუგვაელებს 6 თამაშიდან ასევე 5 მოგება აქვთ, მეორე ადგილზე არიან და 1 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. მატჩი საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.
rugby.ge