"შავი ლომმა" სამხრეთამერიკული ტურნე შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ "დოგოს XV-ს" 75:19  სძლია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 56:0 მოიგო.

შემდეგ შეხვედრას "შავი ლომი" ურუგვაის დედაქალაქში 14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს "სელკნემთან" გამართავს.

მონტევიდეო. "ჩარუა"
შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა) 75:19

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე,
3. ნიკა პატარაია, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიგა ჯულუხაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. დემე თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. სოსო მათიაშვილი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, საერთოდ არ უნდა გასულიყვნენ სათამაშოდ.
შეურაცხყოფა იყო რაც არგენტინელებმა იკადრეს.
ბავშვები ათამაშეს.
პ.ს. დროის და ფულის კარგვაა ეს ტურნირი.
დრო ჯანდაბას, ისედაც ვფანტავთ ყველაფერში და ყველა მიმართულეით, მარა რაგბის სად აქვს წყალში საყრელი ფული?
ვაცლავ ჰაველი
13:21 09-04-2023
0
ასე არ შეიძლებ! ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ! არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც უნდა ჩაიდოს თავიდანვე, რომ ასეთი უპატივცემლობა არ გამოიჩინონ ჩვენდამი. მეორე გუნდით თუ უნდა გვეთამაშონ და მესამეთი და ეზოს ბავშვებით, ამხელა გზაზე რისთვის ვიფრინეთ? ეს რა იყო საერთოდ? დიდი 10 ს ნებისმიერი გუნდი მოუგებდა ამათ 40=50 ქულით. იმედია შემდეგ შეხვედრებამდე დააყენებს ჩვენი ფედერაცია საკითხს, რომ ასე მასხრად აღარ აგვიგდონ. ასეთი თამაშები რაში უნდა გამოგვადგეს? ხარჯი ხარჯად კიდევ
zura
01:47 09-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული