„სამხრეთ ამერიკაში განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან განსხვავებული თამაშები გვაქვს. გუნდებს არ ვიცნობთ, რაც ერთგვარი გამოწვევა და X ფაქტორია“ – ამბობს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის გუნდმა მონტევიდეოში (ურუგვაი) უკვე მოიპოვა ორი გამარჯვება.

პირველ შეხვედრაში "შავმა ლომმა" არგენტინულ "დოგოს XV"-ს 11 ლელო გაუტანა და 75:19 დაამარცხა.

„პირველი მეტოქე შედარებით სუსტი აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ანგარიშით დასკვნებს არ გავაკეთებდი. მე მქონდა საუბარი "დოგოსის" მწვრთნელებთან. მათ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე ჰყავდათ. თუ გადავხედავთ ჩვენს შემადგენლობას, პირველი ნომრები ჩვენც საკმარისად დავასვენეთ. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ყველა შესაძლებლობა, რაც გვქონდა, გამოვიყენეთ და მოწინააღმდეგე ადვილად გავტეხეთ. ერთიმეორეზე უკეთესი ტაქტიკური ლელოები გავიტანეთ, რაც დასაფასებელია. იყო მოულოდნელობის ეფექტიც. რამდენიმე ლელო ისე გავიტანეთ, მეტოქეს გონზე მოსვლის საშუალება არ მივეცით. შესვენების შემდეგ ორივე გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. არგენტინელებმა პირველი ნომრები შემოიყვანეს და თამაში ოდნავ გათანაბრდა“ – აჯამებს პირველ თამაშს მაისაშვილი.

მეორე თამაში ჩილეს "სელკნამთან" გვქონდა, რომელიც პრაქტიკულად ჩილეს ნაკრებია. 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ჩილემ სამხრეთ ამერიკაში ურუგვაის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ორმატჩიან პლეი-ოფში ჯერ კანადას აჯობა ჯამში 54:46 (21:22, 33:24), მერე აშშ-ს 52:51 (21:22, 31:29) და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

"შავმა ლომმა" კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და მეორე ნახევრის დასაწყისში 18 ქულით, 28:10 დაწინაურდა. მაგრამ "სელკნამი" არ გატყდა და დასკვნით წუთებში გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. კაცნაკლულმა ქართველებმა ბოლოსწინა წუთზე მაინც შეძლეს გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა – 33:30. ამ თამაშის შესახებ მაისაშვილი ამბობს:

„მეორე თამაში პრაქტიკულად ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გვქონდა. "სელკნამის" სამწვრთნელო შტაბი ჩილეს ნაკრების სამწვრთნელო შტაბია და მათ ეს შეხვედრა ტესტ-მატჩად გამოიყენეს, რადგან "შავი ლომი" დიდწილად საქართველოს ნაკრების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. "სელკნამის" განაცხადში 19 ისეთი მოთამაშე იყო, რომლებმაც აშშ-სთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. "სელკნამი" სუპერლიგაში ასეთი შემადგენლობით არ თამაშობს ხოლმე“.

„მეტოქე მაქსიმალურად მობილიზებული გვეთამაშა და კარგი ტესტი გამოგვივიდა. ის "დოგოსისგან" ტაქტიკურად განსხვავებულ რაგბის თამაშობდა. შეცვლების რაოდენობა აქაც არასტანდარტული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის გადაწყვეტილებები მთელ რიგ ეპიზოდებში საეჭვო იყო, გვქონდა დისციპლინის პრობლემები. რაღაც ეპიზოდებში პრევენცია შეიძლებოდა და აუცილებლად გვექნება ანალიზი. და მაინც, ასეთ წნეხში თამაშიც გამოცდილებაა. კარგია, რომ კაცნაკლულებმა გამოვნახეთ ძალა და შევძელით პასუხი გაგვეცა როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე მსაჯისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა 4 ყვითელი ბარათი მოგვცა და ფაქტობრივად, უბურთოდ დაგვტოვა, სიტუაციას ბოლომდე ვაკონტროლებდით. დასაფასებელია ისიც, რომ მეტოქე არ გატყდა და ბოლომდე იბრძოლა, რაც ჩილესთვის დამახასიათებელია“.

გარდა თამაშებისა, "შავმა ლომმა" მონტევიდეოში ურუგვაის ფრენჩაიზთან, "პენიაროლთან", რომელიც ფაქტობრივად ურუგვაის ნაკრების ბირთვს წარმოადგენს, ერთობლივი ვარჯიში გამართა. ასეთი ერთობლივი წვრთნა მომავალ კვირაშიც იგეგმება, მანამდე კი, ოთხშაბათს, "შავი ლომი" გემით არგენტინაში გადავა და ბუენოს-აირესში ადგილობრივ "პამპასს" ჩვენი დროით 22 აპრილს, ღამის პირველ საათზე ერკინება. პატარ-პატარა ტრავმების გამო "შავ ლომს" მომავალ შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდება.

Rugby.ge

levan
ფრანგული პრესა წერს, რომ ნინიაშვილი ხუთშაბათს იკეთებს ოპერაციას. ამ სეზონზე ვეღარ ითმაშებს. სრულ რეაბილიტაციას ოთხი თვე დასჭირდებაო...
რეზო
კიო, კიო! ღმერთმა დაგვიფაროს, ეგ დაგვაკლდეს!
სოსო
ჩილელები ძალიან სწრაფად თამაშს ცდილობდნენ და რაქიდან ისე სწრაფად გამოჰქონდათ ბურთი,6 ერშიც რომ არ გამოაქვთ,ყოველთვის.მსაჯი უმნიშვნელო დარღვევასაც არ გვპატიობდა. სავარაუდოდ,მომავალ თამაშებშიც შეეცდებიან,ერთობლივი ძალებით,როგორმე,ვინმემ მაინც დაგვამარცხოს.ზუსტად ასევე იქცეოდნენ მსაჯები,რაგბი ევროპის პირველობაზეც და ამით,კიდევ უფრო გვირთულებდნენ ამოცანას.ერთი მხრიდან,რა თქმა უნდა ეს ცუდია ჩვენი გუნდისათვის,მაგრამ მეორე მხრივ,ჩვენ აშკარა უპირატესობის პირობებში,ეს დამატებითი დაბრკოლებები,ჩვენი ბიჭებისათვის სასარგებლოც კია.ეგეც არის,როცა ხედავ რომ მსაჯი აშკარად შენს წინააღმდეგაა და ყველაფერზე გვსჯის,შენც უფრო დისციპლინირებულად უნდა ითამაშო და მსაჯს მიზეზი არ მისცე.ძალიან ბევრ გაუმართლებელ ჯარიმას ვიღებთ და ამან, მსოფლიოს თასზე, შესაძლოა ძალიან მწარედ დაგვარტყას.
კახა
ნინიაშვილის ამბავი გაგვაგებინეთ ბოლი ბოლო საფრანგეთის საკუთესო ახალგაზრდა გახდა,კლუბშიც და ნაკრებშიც საუკეთესოა! ასწრებს გამოჯამრთელებას მსოფლიოს დაწყებამდე???
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"