„ჩვენი მიზანი იყო და არის, სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში განსხვავებულ მეტოქეებთან ხარისხიანი თამაშები გვქონოდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნე ფუნქციას ასრულებს“ – ამბობს "შავი ლომისა" და "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელმა ატლანტის ოკეანის გაღმა, სამხრეთ ნახევარსფეროში უკვე სამი თამაში გამართა. ურუგვაიში, მონტევიდეოში, სადაც ჩვენი გუნდი ბაზირებს, მან არგენტინულ "დოგოს XV"-ს 75:19, ხოლო ჩილეს "სელკნამს" 33:30 მოუგო, გასულ კვირაში კი არგენტინაში, ბუენოს-აირესში მასპინძელ "პამპასს" ეთამაშა და შეხვედრა 21:24 დათმო.

„სამხრეთში სტანდარტული თამაშებისთვის არ ჩამოვსულვართ. ეს არის წვრთნის ნაწილი და თუკი სადმე შეიძლება ექსპერიმენტები, სწორედ ასეთი შეხვედრებია. ჩვენი ინტერესია მოთამაშეების საქმეში ხილვა, კონკრეტული სათამაშო სტილისა და ტაქტიკის დამუშავება. სწორედ ამიტომ არ ვარტყამთ ჯარიმებს კარში და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ“ – აღნიშნავს მაისაშვილი და "პამპასთან" შეხვედრას აფასებს:

„ამ თამაშიდან გაცილებით მეტის სწავლა შეიძლება და შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, გამარჯვება რომ ვერ მოვახერხეთ. ეს არ იყო მიზანი, თუმცა გამარჯვება შეიძლებოდა. "დოგოსთან" შეხვედრის მსგავსად, რომელიც ჩვენი კარგი თამაშით მალევე გავტეხეთ, "პამპასთანაც" შეიძლებოდა გარდამტეხ მომენტში სოლიდური უპირატესობის მოპოვება, მაგრამ რიგმა მიზეზებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა“.

უძლიერესი შემადგენლობით

„პირველმა თამაშმა აჩვენა, რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს და ყველა ცდილობს, საუკეთესო შემადგენლობა დაგვიპირისპიროს, რაც ძალიან კარგია. მე მქონდა საუბარი "პამპასის" მწვრთნელთან – ნაჩო ფერნანდეს ლობესთან. სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის გუნდებს განაცხადში 60-70 მოთამაშე ჰყავთ და კონკრეტულ თამაშზე შემადგენლობას ინტერესიდან გამომდინარე აყენებენ. ჩილეს "სელკნამის" მსგავსად, "პამპასმაც" საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირა, რაც ძალიან, ძალიან კარგია“.

„ეს არის არგენტინის „ა“ ნაკრების საბაზო გუნდი, ამ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავი და მადლობელი ვარ, ჩვენ წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა რომ დააყენეს. "პამპასი", ახალგაზრდული ნაკრებების მსგავსად, არგენტინის ნაკრების ვერტიკალის ნაწილია და იმავე ხელწერით თამაშობს. მათ ყველაფერი სისწრაფეზე აქვთ აგებული – რაქები, გადაწყობა. გადაწყვეტილებები და ზუსტად ის თამაში იყო, რაც გვჭირდება“ – კმაყოფილია მაისაშვილი.

უიღბლობა, დისციპლინა და ტექნიკური წუნი

უიღბლობა, დისციპლინა და ტექნიკური წუნი – ის ფაქტორებია, რომლებმაც "შავ ლომს" "პამპასთან" მოგების შესაძლებლობა არ მისცა:

„რაც "შავი ლომი" არსებობს, ასეთი უიღბლო თამაში არ გვქონია. ნაადრევი ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ ლაშა ხმალაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი. ტრავმა მიიღო შეცვლაზე შესულმა თორნიკე აქუბარდიამ და თავადაც შესაცვლელი გახდა. ასევე დაშავდნენ ნოდარ ჭეიშვილი და ნიკო აფციაური. ამდენმა დაუგეგმავმა ცვლილებამ, შეცვლილი მოთამაშეების დაშავებამ ჩვენი სისტემები არია“.

„პირველ ტაიმში გვქონდა 5 ჯარიმა, საიდანაც ორს არ ვეთანხმები, მეორე ტაიმში კი მსაჯმა 14-ჯერ დაგვაჯარიმა, რაც ძალიან ბევრია. ამ ჯარიმების ნახევარს არ ვეთანხმები. ადგილობრივებიც უკმაყოფილონი არიან მსაჯობის დონით, თუმცა ჩვენ ასეთ წნეხში თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ“.

„კარგად გავისარჯეთ დაცვაში და ძალიან ბევრი კარგი შეტევა გვქონდა. 5 ლელოს გატანა შეიძლებოდა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა (რაც პირველ ორ თამაშში არ გვქონდა) და მე ვიტყოდი, უიღბლობამ, რამდენიმე ლამაზი ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მოგვცა“.

"შავ ლომს" საბა კურტანიძე შეუერთდება

ტრავმების ფონზე "შავი ლომის" სამხრეთამერიკული ტურნე სამი მორაგბისთვის დასრულდა – სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური. ასეთ სიტუაციაში სამწვრთნელო შტაბმა "ხვამლის" კაპიტანს, საბა კურტანიძეს უხმო:

„მეორე და მესამე ხაზი დაგვიმოკლდა, რის გამოც "ხვამლიდან" საბა კურტანიძე გამოვიძახეთ. ის თავისი ფიზიკურობით აშკარად გამორჩეულია დიდ 10-ში. გარდა ამისა, მას 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად იცნობს ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე“ – აღნიშნავს მაისაშვილი და მიხეილ ნარიაშვილს დაბრუნებას ულოცავს:

„ამ თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მიხეილ ნარიაშვილის დაბრუნება იყო. ის იმდენად კარგად გრძნობდა თავს მოედანზე, რომ დაგეგმილზე გვიან შევცვალეთ, არადა, ასეთი ტრავმის შემდეგ ლიმიტირებული დრო ჰქონდა“.

ტურნეს ფარგლებში "შავ ლომს" კიდევ ორი შეხვედრა ექნება. გუნდი მონტევიდეოში დაბრუნდა, სადაც საქართველოს დროით 29 აპრილს, 01 საათზე, სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის ნაკრებს ეთამაშება, რომლის სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა ძირითადად არგენტინელებითაა დაკომპლექტებული; 6 მაისს კი "პენიაროლს" ერკინება, რომელიც პრაქტიკულად ურუგვაის ნაკრებია.

Rugby.ge

გიორგი 50
ლევან, პატივისცემით ვარ თქვენდამი განწყობილი, მაგრამ ამხანაგურია თამაში თუ ოფიციალური, დასარტყმელი ჯარიმა, მითუმეტეს როცა თამაშის ბოლოს ანგარიშს ათანაბრებ, აუცილებლად უნდა დაარტყა... და 15 ათასზე მეტს რო გაივლი და წააგებ, ტეხავს... მადლობა, წარმატებები ბიჭებს...
s
ტურნე-ასრულებს-თავის-ფუნქციას-შენგან-განსხვავებით-აპრილაშვილო!
სოსო
ეს ტურნე,რა თქმა უნდა ნაკრების ინტერესებისათვის არის პირველ რიგში სასარგებლო და ბატონ ლევანს,მის მზინებში სრულიად ვეთანხმები.თუმცა სამივე თამაშში,მეორე ტაიმი,გაცილებით უარესი გვქონდა და ეგ აღარ მიჯდება ჭკუაში.გასაგებია ,მსაჯების როლიც,მაგრამ მეორე ტაიმში,ჩვენი შეცდომებიც რომ მატულობს და თან მეტოქეებისაგან არაპროპორციულად,მაგას რა ვუყოთ?ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული და დაღლას ვერ დავაბრალებთ.კონცენტრაციას?არ ვიცი. პირველი თამაშის და ძალიან იოლი გამარჯვების შემდეგ,შევშფოთდი,ტყუილად ხომ არ წავიდნენ,ამერიკაშიო,თუმცა მომდევნო თამაშებმა დაადასტურა,რომ ძალიან საჭირო და დაძაბული თამაშები გამოდის.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"