ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"შავი ლომი" | მეორე მარცხი "სუდამერიკა XV"-თან

"შავი ლომი" | მეორე მარცხი "სუდამერიკა XV"-თან

შაბათს გამთენიისას, ქარიან მონტევიდეოში, "შავი ლომი" "სუდამერიკა XV"-ს ერაგბა. ტურნეს მე-4 მეტოქე სამხრეთამერიკული ნაკრები იყო (ბრიტანელი ლომების მსგავსი), რომლის ისტორიაც 1980 წლიდან იწყება და უწინ ბოკესათვისაც კი უმასპინძლია. მათი ახლანდელი ფორმებიც, ძველ ყაიდაზე იყო გაწყობილი, ოღონდ ეგაა, ჩვენი საყვარელი და მეტად რაგბული საყელო მაინც აკლდა.

ჩვენებმაც, ტრავმებისა და სხვა მიზეზთა გამო გუნდი გვარიანად გადაახალისეს – დამწყები 15-დან 9 კაცი შევცვალეთ. "შავ ლომს" პირველად კაპიტნობდა მიხეილ ნარიაშვილი, 15-ეულში დაბრუნდა ნაკრების და ფრენჩაიზის საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე, ხვამლიდან ახლად გამოძახებული საბა კურტანიძის დებიუტი კი დასკვნით 7 წუთში შედგა.

თამაში მოსალოდნელზე უფრო ლაღი გამოდგა, გუნდები ჯარიმებს კიდეებზე ურტყამდნენ, მაგრამ მონტევიდეოს ქარმა ოვალი რამდენჯერმე ლელოს კიდესაც გადააცილებინა. ხელოვნურსაფარიანი მოედნის დარად, ვერც მსაჯობა იყო ხეირიანი, ვიდეო-რეფიც პირველსავე გადამოწმებაზე ატყობინებდა მსაჯს, მადლიანმა ESPN-მა კი ტელე-ტაბლო მთელი თამაში არ გვაღირსა.

პირველი ტაიმი პირ-ქარში ვითამაშეთ, მეტოქე ჯახში დავჯაბნეთ და ლელომაც არ დაახანა; ჯერ ლომიძე მიეძალა ცენტრში, შემდეგ მ.ბაბუნაშვილმა და ნარიაშვილმა აუბეს მხარი, ხოლო შეჯგუფებული მეტოქე ჩვენმა მგეზავმა გრძელი პასით მოჭრა და ტაბუცაძეს პირველი ლელო გაატანინა. (5:0)

ნახევარი საათი ჯახსა და ჭიდილში გავატარეთ, საწყის 2 შერკინებაში პირნათლად დავაჯარიმეთ, მაგრამ მსაჯი უმალ სტვენდა ჩვენ პატარა დარღვევებზეც კი, ისე რომ ორჯერ კარგად აგორებული მოლით გატანილი ლელოები, ტელე-რეფის დახმარებით, ორივე ბლოკად გაგვისაღა, აქაოდა ახალი მოლი ჩამოყალიბდა, ხოლო ბურთიანი კაცის წინ მდგომები მეტოქეს უღობავდნენ გზასო.

ამის შემდეგ, დაცვაში მოგვიწია გამაგრება. 5 წუთი ჩვენს 5-მეტრიანს ვიცავდით, მაგრამ ცოტა რომ დავიღალეთ, მაშინ გაყოჩაღდა მეტოქე და ტაიმის ბოლოს ჯერ რაქებიდან აიღე და მიეძალეთი დაგვიდეს ლელო, შემდეგ კი მოლით დაგვაფინიშეს. (5:14) ოღონდ ეგაა, ტელე-რეფმა ამ შუალედშიც 2 ლელო გააუქმა, და ისიც პირველივე გადამოწმებაზე – ჯერ მეტოქემ ჩინებული ბურთაობით დაგვიდო ლელო, ჩვენებმაც, აქაოდა არავისზე ნაკლებად არ ვიცით პასაობაო, შემდეგსავე შეტევაზე ხაზის დახმარებით მორკინალებმა გაილაღეს, მაგრამ მსაჯმა მოდებაძის პასი ოდნავ წინ იყოო.

მეორე ტაიმში მაისაშვილმა ლიდერები შემოიყვანა, მგეზავად ლუკა მატკავა, ხოლო ცენტრში, კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაამწესა. თამაშსაც ეგრევე დაეტყო ცვლილებები – მატკავამ ჰაერში მოხსნილი ბურთი, მოდებაძეს გადააწოდა, მოდებაძემ ფრთისკენ შეტევით მარგალიტაძე ჩართო, რომელმაც ოვალი ოსტატურად დაუგორა ტაბუცაძეს, ხოლო ტაბუცაძემ ბურთი მუხლით აიგდო და ლელოში შეინავარდა (12:14), რითაც "შავი ლომის" ბომბარდირობა დაიბრუნა: 19 თამაშში 16 ლელო.

ხაზმა კიდევ უფრო გაილაღა, როდესაც ხაზზე გათამაშებული ბურთი შარიქაძემ ტაბუცაძეს შეუბრუნა, მაგრამ ვიდეომ აქაც პასი წინ იყოო. შემდეგ ბედი მოლში ვცადეთ, საიდანაც მოულოდნელად მამამთავრიშვილი მოეხსნა და ეულად ლელოში აღმოჩნდა. (17:14)

55 წუთისთვის ხაზმა ისევ იყოჩაღა, ერთი ფლანგიდან მეორეზე გათამაშებულმა კომბინაციამ შედეგი იოლად გამოიღო, მაგრამ საქმეში ისევ ტელე-რეფი ჩაერთო და ამ თამაშში ოდენ მე-5 (!) ლელო გაგვიუქმა.

ოდნავ გაბრაზებულნი მსაჯთან საუბარს შევყევით, მეტოქემაც იგრძნო ჩვენი უკმაყოფილება და თავის თამაშში მარტივად აგვიყოლია, ფეხით დარტყმებს მოუკლო, ჯარიმებს სწრაფად ათამაშებდა და ყველანაირად ცდილობდა რაქში ბინძური თამაშით წყობიდან გამოვეყვანეთ. 70-ე წუთზე სწარაფად გათამაშებული ჯარიმა ვერ დავიცავით და მათმა კაპიტანმა მეტოქე დააწინაურა (17:21).

ჩვენების პასუხმაც არ დააყოვნა, მოგერიებულის დაფარების შემდეგ ბურთი აქეთ-იქით ჩავათამაშეთ, მეტობა შევქმენით და თაფლაძემ ორი მბოჭავი მარტივად გააბითურა (24:21).

არც მეტოქე გატყდა, სწრაფი თამაშის შემდეგ დაგვაჯარიმეს, ბურთი კიდეზე დაარტყეს და იქიდან აგორებული მოლით მეორედ დაგვალელოვა ჩილეელმა აგუსტინ ბომემ, რომელიც 2 კვირის წინ "სელკნამის" სახელით გვერაგბა, სახრეთელმა 10-მა ნომერმა კი 4-დან 4 გარდასახვა გაგვიტანა (24:28). ბოლო შეტევებზე ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ, მსაჯმაც ბევრი სცოდა, მეტოქემ დრო გაიყვანა და გადაცილებულზე კიდეზე გადაიტანა.

ამრიგად, "შავი ლომი" სამხრეთამერიკულ ტურნეზე ბოლო და ყველაზე საინტერესო თამაშის მოლოდინშია. ჩვენი შემდეგი მეტოქე, მასპინძელი, ურუგვაული ფრენჩაიზი "პენიაროლია", რომელიც "შავი ლომის" დარად, ან უფრო მეტადაც, ურუგვაის ნაკრების ბირთვია. თამაში შემდეგ შაბათს, 6 მაისს 22.00 საათზე დაიწყება, რითაც "შავი ლომის" ტურნე სამხრეთში დასრულდება, ჩვენი ბიჭები სამშობლოს დაუბრუნდებიან, ცოტას დაისვენებენ და შემდეგ მსოფლიო თასისთვის მომზადებას შეუდგებიან.

სამხრეთამერიკული ტურნე

29 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა (ურუგვაი)

შავი ლომი (საქართველო) – სუდამერიკა XV 24:28 (5:14)

შავი ლომი

15 მირიან მოდებაძე 14 აკაკი ტაბუცაძე 13 დემურ თაფლაძე 12 ლაშა ლომიძე 11 ოთარ ლაშხი 10 გიორგი ბაბუნაშვილი 9 გიორგი მარგალიტაძე;

1 მიხეილ ნარიაშვილი © 2 თენგიზ ზამთარაძე 3 გიორგი ჩხარტიშვილი 4 მიხეილ ბაბუნაშვილი 5 გიგა ჯულუხაძე 6 მიხეილ გაჩეჩილაძე 7 სანდრო მამამთავრიშვილი 8 ლუკა ივანიშვილი;

16 შალვა მამუკაშვილი 17 გოგა ქადარია 18 ნიკა ხატიაშვილი 19 დავით აბდუშელიშვილი 20 საბა კურტანიძე 21 თენგიზ პერანიძე 22 ლუკა მატკავა 23 მერაბ შარიქაძე 24 თორნიკე კახოიძე 25 ნოდარ ჭეიშვილი;

4ლ: ტაბუცაძე [1 2], მამამთავრიშვილი, თაფლაძე;

2გ: მატკავა;

Rugby.ge

• გიორგი 50

მიუხედავად ბოლო 2 წაგებისა გუნდი ქებას იმსახურებს... ეს თამაშებები ძალიან დიდ გამოცდილებას შეძენს ჩვენებს... იმედია, შეცდობებზე შესაბამისი დასკვნები გაკეთდება...

• jei

არ უნდატ კვალიფიციურ მსაჯებზე პულის დახარჯვა. ამხანაგური თამაშები როა როგორც ჩანს და ადგილობრივ მიკერძოებულ მსაჯებს ნიშნავენ. თამაშის ხარისხი უმჯობესდება ჩვენი ბიჭების და ესაა გასახარი. ეს გამოჩნდება ოფიციალურ თამაშებსჰიც. წარმატებები ჩვენს მორაგბეებს.იმედი მაქვს რომ მალე ტოპ ათეულშიც შევა საქართველო და ესეც იქნება ნამდვილად.

• П

შავი ლომი ქებას იმსახურებს, იქაურ მსაჯობას კი რა დავარქვა არ ვიცი, ამ მათხოვრებს პირდაპირ მოგება დაუწერონ. წინა თამაშიც საშინელი მსაჯობა იყო, ახლა უარესი. რა ჰქვია ამას არ ვიცი. ხხხ, ტფუუ რა...

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში

დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა

პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს

სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს

მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა

"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...

"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები

"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა