სტუმრებმა, რომელთა შორის ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩებიც იყვნენ, დაათვალიერეს სარაგბო ბაზები თბილისში, რუსთავსა და დუშეთში. საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირი დაეხმარება ყაზახეთსა და აზერბაიჯანს თავიანთი სარაგბო ნაკრებების უკეთ მომზადებაში, ასევე გადაუმზადებს მათ მწვრთნელებს, მსაჯებს და მენეჯერებს, დაეხმარება საბავშვო რაგბის განვითარებაშიც.
უკვე წელს, ზაფხულში ყაზახეთის ქალთა სარაგბო ნაკრები, რომელსაც წინ საერთაშორისო ტურნირი ელის, საწვრთნელ შეკრებას ქართველი სპეციალისტების დახმარებით საქართველოში გაივლის.
იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის
კავშირის პრეზიდენტი: „ეს თანამშრომლობა ერთგვარი სარაგბო აბრეშუმის გზა იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის. ქართულმა რაგბიმ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს ამ სპორტში რეგიონის ლიდერია. შესაბამისად, მზად ვართ მეგობარ ქვეყნებსაც გავუწოდოთ დახმარების ხელი“.
იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის
აიგულ ჯარტიბაევა, ყაზახეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „ქართული რაგბის სტილი და ხარისხი ფრანგულს შეესაბამება, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი სპეციალისტები შეძლებენ ჩვენს სარაგბო ნაკრებს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცენ კონსულტაციისა თუ წვრთნების გზით“.
Rugby.ge