უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", წვეული გუნდის სტატუსით 2023-2024 წლების ჩელენჯ თასში ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის ქართველ ქომაგს, თბილისში, საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში მოთამაშე ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, იტალიური და სამხრეთ აფრიკული წამყვანი კლუბების ხილვის შესაძლებლობა ექნება.
ტურნირს ორი წვეული გუნდი ჰყავს: პირველი – სამხრეთაფრიკული "ტოიოტა
"შავი ლომი" მესამე ჯგუფში ფრანგულ "კასტრთან" და "კლერმონთან", შოტლანდიურ "ედინბურგთან", ინგლისურ "გლოსთერთან" და უელსურ "სკარლეტსთან" ითამაშებს.
პირველ ჯგუფში მოხვდნენ ფრანგული "პო" და "ოიონ", უელსური "დრაგონსი", იტალიური "ძებრე", სამხრეთაფრიკული "შარქსი" და კიდევ ერთი წვეული გუნდი, სამხრეთაფრიკული "ჩიტაზი".
მეორე ჯგუფში ითამაშებენ ფრანგული "პერპინიანი" და "მონპელიე", უელსური "ოსფრიზი", ინგლისური "ნიუკასლი", სამხრეთაფრიკული "ლაიონსი" და იტალიური "ბენეტონი".
ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4-4 შეხვედრას გამართავს – ორს შინ და ორს სტუმრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ტოპ-კლუბის თბილისში ხილვის შესაძლებლობა გარანტირებულად გვექნება. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში ოთხ-ოთხი მოწინავე გადის, რომლებსაც ჰაინეკენ ჩემპიონთა თასიდან ოთხივე ჯგუფის მეხუთეადგილოსანი დაემატება. რომელ გუნდებთან მოუწევს თამაში "შავ ლომს" და სად, მოგვიანებით გაირკვევა.
ჰეინეკენის ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ თასი
1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, დღის წესრიგში ევროპის საერთაშორისო საკლუბო ტურნირების გამართვის საკითხი დადგა. შეიქმნა შპს ევროპის სარაგბო თასი, რომელსაც მაშინდელი ხუთი ერის კომიტეტი მართავდა და 1995/96 წლებში ჰეინეკენის თასის პირველი ტურნირი გაიმართა, მომდევნო სეზონში კი მას ჩელენჯ თასიც დაემატა.
2012 წელს ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ევროპის სარაგბო თასის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ მისი შემადგენლობიდან გადიოდნენ. სიტუაციის დასარეგულირებლად 2014 წელს ჩამოყალიბდა ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი, რომელმაც ჰეინეკენის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გამართვა საკუთარ თავზე აიღო. ორგანიზაციამ ბინა შვეიცარიაში, ლოზანაში დაიდო.
თავდაპირველად ტურნირებში მხოლოდ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბები მონაწილეობდნენ, გასული სეზონიდან კი მასში სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზებიც ჩაერთვნენ.
2023/2024 წლების ჰეინეკენის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებები 8 დეკემბერს იწყება. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, რის შემდეგაც ოთხსაფეხურიანი ფლეი ოფები დაიწყება. ფინალური შეხვედრები (ორივე ტურნირის) 2024 წლის მაისში, ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სტადიონზე გაიმართება.
ჰეინეკენის ჩემპიონთა თასზე 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფის მოწინავე ოთხეული ფლეი ოფში გადის, მეხუთეადგილოსნები კი ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებენ.
ჩელენჯ თასზე 18 გუნდი სამ 6-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული და 4-4 საუკეთესო თასისთვის აგრძელებს ბრძოლას. ჩელენჯ თასის გამარჯვებული მომავალ სეზონში ჰეინეკენის ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებს. ‘შავი ლომისთვის’ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ჩემპიონთა თასზე მოსახვედრად.
ტურნირების არსებობის განმავლობაში ჩემპიონთა თასი ყველაზე ბევრჯერ ფრანგულმა კლუბებმა მოიგეს (11), მეორე ადგილზე ინგლისური გუნდები არიან (10), მესამეზე კი ირლანდიური (7). თასი 5-ჯერ მოიგო ფრანგულმა "ტულუზმა", 4-ჯერ ირლანდიურმა "ლენსთერმა", 3-3-ჯერ კი "სარასენსმა" (ინგლისი) და "ტულონმა" (საფრანგეთი).
2022/2023 წლების სეზონის ფინალში, „ავივა სთედიუმზე“ ფრანგულმა "ლა როშელმა" "ლენსთერი" 27:26 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი. ფინალურ შეხვედრას 51 711 მაყურებელი დაესწრო.
ჩელენჯ თასი 12-12-ჯერ აქვთ მოგებული ფრანგულ და ინგლისურ გუნდებს, 2-ჯერ უელსელებს და ერთხელ ირლანდიელებს. თასის მფლობელები ყველაზე მეტჯერ გახდნენ ფრანგული "კლერმონი" და ინგლისური "ჰარლიქუინსი". 2022/2023 წლების სეზონის ფინალში, ბექა გიგაშვილის "ტულონმა" შოტლანდიური "გლაზგო" 43:19 დაამარცხა.
გასულ სეზონში EPCR-ის აუდიტორიამ ჯამში 71 მილიონი გულშემატკივარი შეადგინა, რომლის დიდი წილი საფრანგეთზე მოდის.
2023/24 წლების ჩემპიონთა თასის ჯგუფები
პირველი ჯგუფი: სარასენსი (ინგლისი), ბორდო (საფრანგეთი), ბულსი (სამხრეთ აფრიკა), ბრისტოლი (ინგლისი), ქონოთი (ირლანდია), ლიონი (საფრანგეთი);
მეორე ჯგუფი: ტულუზა (საფრანგეთი), კარდიფი (უელსი), ბასი (ინგლისი), რასინგ 92 (საფრანგეთი), ჰარლიქვინზი (ინგლისი), ალსთერი (უელსი);
მესამე ჯგუფი: მანსთერი (ირლანდია), ბეიონი (საფრანგეთი), გლაზგო (შოტლანდია), ექსეთერი (ინგლისი), ტულონი (საფრანგეთი), ნორსჰემპტონი (ინგლისი);
მეოთხე ჯგუფი: ლა როშელი (საფრანგეთი), სტად ფრანსე (საფრანგეთი), ლესთერ თაიგერსი (ინგლისი), სტორმერსი (სამხრეთ აფრიკა), ლენსთერი (ირლანდია), სეილ შარქსი (ინგლისი).
2023/24 წლების ჩელენჯ თასის ჯგუფები
პირველი ჯგუფი: ტოიოტა ჩიტაზი (სამხრეთ აფრიკა), პო (საფრანგეთი), დრაგონსი (უელსი), ძებრე (იტალია), ოიონა (საფრანგეთი), შარქსი (სამხრეთ აფრიკა);
მეორე ჯგუფი: ოსფრიზი (უელსი), პერპინიანი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), მონპელიე (საფრანგეთი), ბენეტონი (იტალია);
მესამე ჯგუფი: ედინბურგი (შოტლანდია), კასტრი (საფრანგეთი), კლერმონი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), გლოსთერი (ინგლისი), სქარლეთსი (უელსი).
Rugby.ge
ჯგუფში არის 6 გუნდი და თამაშობენ მხოლოდ 4 თამაშს, იმიტომ რომ თითოეულ გუნდს გამოუვიდეს 2 შინ და ორი გარეთ. 5 თამაშში მასე ვერ გამოვა.
თითოეული გუნდისათვის 5 გუნდიდან შეირჩევა 4.
1 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 6
2 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 5
3 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 4
4 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 3
5 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 2
6 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 1
თუ როგორ შეირჩევა 1,2,3,4,5,6 ზუსტად ვერ გეტყვით.
ან წილისყრით ანაც რეიტინგით.
ვთქვათ გვაქვს გუნდები 1, 2, 3, 4, 5, 6
1 ხვდება ყველას 6 გარდა
2 ხვდება ყველას 5 გარდა
3 ხვდება ყველას 4 გარდა
4 ხვდება ყველას 3 გარდა
5 ხვდება ყველას 2 გარდა
6 ხვდება ყველას 1 გარდა
თუ რომელი გუნდი იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6 და რა პრინციპით შეირჩევა ვერ გეტყვი.
სავარაუდოდ ან კენჭისყრით ანაც რეიტინგით.