კომიქსის მიზანია რაგბის, ზოგადად სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ასევე სკოლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რაგბის ღირებულებების და წესების მარტივი ენით მიწოდება.
ისტორია რეალურ ამბავზეა აგებული. მოქმედება ქუთაისში ხდება, სადაც 12 წლის ვაკოს ძალიან უყვარს რაგბი და სურს უფროსი ძმასავით წარმატებული მორაგბე გახდეს, რათა დაიცვას სკოლის ღირსება სასკოლო ჩემპიონატში. ვაკოს ამ გზაზე არაერთ სირთულესთან უწევს შერკინება.
„ახალგაზრდების
„დაგეგმილი გვაქვს კიდევ 8 სერიის გამოცემა. ზოგადად, სპორტული კომიქსები მსოფლიოში პოპულარულია, „შერკინება“ კი პირველი ქართული სპორტული კომიქსია, რომლის სიუჟეტი და თემატიკა თავიდან ბოლომდე ქართულია და საინტერესო ნახატებითაა გაფორმებული. გამოცემამდე კომიქსმა დიდი გზა გაიარა, ორჯერ იყო წარმოდგენილი ანგულემის (საფრანგეთი) კომიქსების საერთაშორისო ფესტივალზე და დიდი მოწონება დაიმსახურა“.
პირველი სარაგბო კომიქსის გამოცემას მიესალმება რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკა ალავიძე:
„ეს არის საგანმანათლებლო სახის ისტორია ორ ძმაზე, რომლებიც რაგბის სკოლის გუნდში თამაშობენ. რაგბის ღირებულებები და შინაარსი კარგად არის გადმოცემული როგორც თხრობითი, ასევე ვიზუალური სახით. საინტერესო ისტორიას თან ახლავს მარტივად ახსნილი რაგბის წესები, ტერმინების განმარტებები. ის ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას, რადგან სახალისო საკითხავია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის“.
RUGBY.GE