10 მსაჯით ევროპაში

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ერთბაშად 10 ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ თამაშებს განსჯის.

ამ კვირაში "დიდი 10" ისვენებს, რამაც საქართველოს ევროტურნირებში სამი სამსაჯო ბრიგადისა და ერთი რეფერის მივლინების შესაძლებლობა მისცა.

12 ნოემბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის "ა" ჯგუფის მეორე ტურში, ესპანური "იბერიანსი" ისრაელის "ჰითს" ვალიადოლიდში 15:30 საათზე მასპინძლობს. მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება და მას კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და იოსებ ჯაფარიძე დაეხმარებიან.

ორი დღით ადრე, 10 ნოემბერს, სუპერთასის "ბ" ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდების "დელტა" რუმინულ "ვულვზს" ამსტერ
დამში მასპინძლობს. აქ რეფერი საბა აბულაშვილია და მას საბა მახარაძე და დათო ლაბაძე დაეხმარებიან.

საქართველო კიდევ 4 მსაჯითაა წარმოდგენილი რაგბი ევროპის ალაფასა და კონფერენც დივიზიონში.

ალაფაზე ლიეტუვისა და შვეიცარიის შეხვედრას, რომელსაც კლაიპედა 11 ნოემბერს მასპინძლობს, მთავარი მსაჯი სულხან ჩიხლაძე იქნება, კიდეებზე კი შოთა ცაგარეიშვილი და მარიამ გოგუაძე დადგებიან.

11 ნოემბერს კონფერენს დივიზიონის "ა" ჯგუფში ლატვია ნორვეგიას იელგავაში მასპინძლობს. მატჩის მთავარი არბიტრი გელა ლემონჯავა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიური "ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" შეხვედრას ირლანდიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი კენ დევისონია. მას კიდეებიდან დანიელ კარსონი და სემ ჰოლტი დაეხმარებიან. თამაში 11 ნოემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე ლისაბონში დაიწყება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბალი დონის გუნდებია,მაგრამ მაინც საერთაშორისო მატჩებია და 10 მსაჯი ასეთ ტურნირებზე რომ იღებს გამოცდილებას,ეს უკვე სახუმარო საქმე აღარ არის.ამათ ხომ ნიკა ამაშუკელიც ემატება.ქვეყნის ჩემპიონატის სამსაჯო კორპუსი,დონით უსწრებს,გუნდების სათამაშო დონეს და რა თქმა უნდა,მათ გაზრდასაც დაეხმარება.ახლა ბავშვთა მწვრთნელების რაოდენობის და კვალიფიკაციის მომატებაა მთავარი და ფედერაცია,მგონი სწორედ ამ ხაზზე აკეთებს მთავარ აქცენტს.ამ მსოფლიოზეც შეგვეძლო,მაგრამ ეტყობა რაღაცები სწორად ვერ გავთვალეთ,თუმცა მალე ჩვენი ნაკრები და მთლიანად რაგბი,თვისობრივად უკვე სულ სხვა დონეზე ავლენ.ჩვენ სწორედ, მთლიანად რაგბის დონის ამაღლება გვჭირდება,რათა წარმატება,რაღაცა ლოკალური მოვლენა კი არ იყოს,არამედ კანონზომიერება და ნაკრები სტაბილურად აღწევდეს,სასურველ შედეგებს.ყოველ ქართველ მსაჯს,წარამატებულ მატჩებს ვუსურვებ.
სოსო
19:26 09-11-2023
0

სიახლეები პოპულარული