"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია

AutoSharing Option
„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ტურში გასვლაზე „ლუზიტანუში“ 22:0 დაამარცხა.

"შავმა ლომმა" A ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ შეხვედრას სუპერთასზე 18 ნოემბერს კვიპროსში „თელ-ავივ ჰითთან“ ჩაატარებს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023
ლისაბონი (პორტუგალია)
ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო) 0:22
შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო
მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.

4 ლელო: ქვათაძე, ლაშხი, პერანიძე, მამრიკიშვილი

1 გარდასახვა: მატკავა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტელ ავივი ჰიტმა,იბერიანსს 20-38 მოუგო და 6 ლელო დაუდო,სამის წინააღმდეგ და ისე ჩანს,კვლავ ჩვენი მეტოქეა.საკმაოდ სერიოზული თამაში გვექნება.თუ აუტი და ფეხით თამაში რადიკალურად არ გავაუმჯობესეთ,შესაძლოა გამარჯვება პრობლემური გახდეს. მართალია მათთან,მეტი წილი ლეგიონერები თამაშობენ და ჩვენი თამაშიც,ომის გამო,კვიპროსზე გაიმართება,მაგრამ მაინც ისრაელის გუნდია და თავისი ქვეყნის გასახარებლად,თავგანწირვით შეგვებრძოლებიან.მსაჯებიც სავარაუდოდ,მათკენ გადაიხრებიან და ჩვენ,ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ.ლუკა მატკავას ასე წარუმატებელი ფეხით თამაში არ მახსოვს და არ მჯერა,ორჯერ ზედიზედ ასეთი რამე დაემართოს,აი დერეფანში კი,ძალიან არასტაბილურები ვართ და ეს,მსოფლიოს თასზეც გამოჩნდა.მიდით ბიჭებო!აქ აკრეფილი ფორმით,ჩელენჯ კაპზე უნდა გავიდეთ.ამიტომ სრული მობილიზაცია გვჭირდება.
სოსო
22:51 12-11-2023
0
მაისაშვილს რომ უსმინო მსოფლიოსგან განსხვავებით ამჯერად პორტუგალიელებთან გუნდმა ყველაფერი კარგად გააკეთაო… ჩემი პირადი აზრია რომ ამ შემადგენლობის ფედერაციის ხელში მაისაშვილი ქართული რაგბის “მოუშერებელი ჭირი” გახდა და ამჯერად ჩელენჯ ქაფზე გველოდება სრული ფიასკო… დიდი სურვილი მაქვს ვცდებოდე და აქ დაწერილის გამო მომიხდეს ბოდიშის მოხდა!!!
პაატა
16:59 13-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული