2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „შავმა ლომმა“ კვიპროსში წვიმიან და ქარიან ამინდში ისრაელის „თელ-ავივ ჰითი“ 29:27 დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი (10-10) ჰქონდა და დაძაბული თამაში გამოვიდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

„შავი ლომი“ დებიუტში ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო გაიტანა. ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას აფციაურმა ლელო დადო, მატკავამ კი რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა. „ჰითმა“ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. მერე ტაბუცაძემ ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, „ჰითმა“ ისევ საჯარიმოდან შეამცირა სხვაობა, რაზეც ბოლოს მატკავამ საჯარიმოთი უპასუხა და პირველი ტაიმი მაისაშვილის გუნდმა 23:6 მოიგო.

უამინდობის გამო შესვენების შემდეგ მატჩი დაგვიანებით განახლდა, „ჰითმა“ მეორე ტაიმი „შავ ლომზე“ გაცილებით უკეთ ჩაატარა, ბოლომდე თამაშში დარჩა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულ ფრენჩაიზს დარჩა.

„შავმა ლომმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და თასის ნახევარფინალში იასპარეზებს.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023

ა ჯგუფი. III ტური

18 ნოემბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). „ცირიონ სთედიუმი“

თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 27:29

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.

ჯუბო
ფრენჩაიზი???
BOSS
მაისაშვილს მადლობა,მაგრამ თავი ამოწურა გინდ აქ და გინდაც ნაკრებში.
გიორგი
სამწუხაროდ, ისევ ერთი ტაიმის გუნდია. ასეთივე იყო ნაკრები მაისაშვილის ხელში. ეს დიდი მიზნების განხორციელების შესძლებლობას არასდროს მოგვცემს 75 წუთამდე მაინც თუ არ ავიყვანეთ.
სოსო
რეზოს.ძალიან სწორი შენიშვნები გაქვთ.
Rezo
მართალი ბრძანდებით! ბოლოს კი, კვესოს პასის შემდეგ ადრეული ბოჭვა იყო, რამაც გავლენა იქონია ასპროცენტიან ლელოზე. ეს ტექნიკურ ლელოდ უნდა ჩათვლილიყო. პედანტ მსაჯს ყვითელუს უნდა მიეყოლებინა. მსაჟი საკმაოდ სცოდავდა, ალბათ უკლასობის გამო უფრო. ფაქტია, რომ ჰითს ვჯობივართ, მაგრამ უმოტივაციობაში თავის მოტივირებაც უნდა ვისწავლოთ. აგციაური და ცირეკიძე ძალიან კარგები იყვნენ!
სოსო
საკმაოდ ბევრი ახალწვეული ჰყავდა,შავ ლომს,რომლებსსაც საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ,ან მცირე აქვთ,არც გუნდთან არიან ბოლომდე შეთამაშებულები და პირველი ტაიმის შემდეგ,დიდმა ანგარიშმაც ეტყობა მოადუნა,ბიჭები.ისე ჩვენი 10 წუთიანი გაძევება და ამის სემდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება,აშკარად ტენდენციური მეჩვენა.ძალიან სწრაფად გვაჯარიმებდა და ჰიტელებს ძალიან ბევრს ჰპატიობდა.მათ კი,მაგარი ლეგიონერები ჰყავთ და ყოოველ წელს,სულ უფრო ძლიერ შემადგენლობას აყენებენ.გაჩეჩილაძე და განსაკუთრებით შალვა მამუკაშვილი,გუნდის ლიდერები არიან და მათი გამოკლებაც ძალიან დაეტყო,შავ ლომს.ასეა თუ ისე,გავიმარჯვეთ და ვულოცავ ბიჭებს.კარგი გამოცდილება იყო,ახალგაზრდებისათვის.პატარებსაც ვულოცავ გამარჯვებას.კარგია რომ პორტუგალიელებს,არაფრის იმედი არ დაუტოვეს.ამინდი,ორივე მხარეს ხელს ერთნაირად უშლიდა და ეს მიზეზად არ გამოდგება,თუმცა მართლაც ძალიან უშლიდა და დიდმა პაუზამ,ალბათ ჩვენი განწყობაც დასწია.ბიჭები,ასეთ ამინდშიც ცდილობდნენ,ხელით გაეშალათ შეტევა,რასაც ბოლოსკენ ბევრი შეცდომა მოჰყვა და დაცვაშიც ვეღარ დავუდექით,კარგად,მეორე ტაიმში.თვითონ ხელით თამაშის გადაწყვეტილებაც ალბათ შეცდომა იყო,თუმცა ადრეც ხშირად გვინახია,შავი ლომი,შეგნებულად რომ ირთულებდა ხოლმე ამოცანას.ეგეც ხომ ვარჯიშის სახეა,გართულებული პირობებით.ისე,მსოფლიოს თასზე ნათამაშებ ბიჭებს,წესით ფორმაში,ვარდნა უნდა დაეტყოთ და შესაძლოა ესეც კიდევ ერთი მიზეზი იყოს.
ვახო
გილოცავთ კარგია მოგება, მაგრამ ეს მაისასვილის საფირმო ყველა პრინციპულ თამასში წაგება ხომ დაგვჩემდა.
ჰაჰა
ეს მეორე ტაიმის სინდრომი რა უბედურებაა. შეცვლა არ არის სრულფასოვანი, გუნდი არ არის ფიზიკურად მომზადებული თუ ტრენერებმა წარმატებული ტაიმის მერე არ იციან რა უთხრან ბიჭებს?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
სუპერთასი | ოთხი ცვლილებით პირველობისთვის
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
სუპერთასის ფინალი თბილისში!
სუპერთასი | "ჰითთან" მეექვსედ, ამჯერად ლიმასოლში
სუპერთასი | ზედიზედ მეორედ ფინალში "ჰითთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"