"შავი ლომი" 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს ლიმასოლში (კვიპროსი), ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" გამართავს.

თასის ნახევარფინალში თამაში ორივე გუნდს განაღდებული აქვს. "შავმა ლომმა" პირველ ტურში ესპანური "იბერიანსი" დაამარცხა ბონუსით (თბილისში 39:19), ორი დღის წინ კი ლისაბონში პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" სძლია (22:0) და მაქსიმუმი, 10 ქულა მოაგროვა. ორივე თამაში ბონუსით მოიგო "ჰითმაც" – "ლუზიტანუშთან" ლისაბონში 31:23 და ვალიადოლიდში "იბერიანსთან" 38:20.

"შავი ლომი" "ჰითს" დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და პირველ ადგილს ფრის შემთხვევაშიც ინარჩუნებს. "ცირიონ სთადიუმზე" შეხვედრა საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

მზადება პორტუგალიაში

"ლუზიტანუშთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ "შავი ლომი" პორტუგალიაში დარჩა და "ჰითისთვის" მზადებას შეუდგა. გუშინ ბიჭებს აღდგენის დღე ჰქონდათ, ორშაბათი განვლილი თამაშის ანალიზს დაეთმობა, სამშაბათს და ოთხშაბათს კი ძირითადი ვარჯიშები გაიმართება.

„იყო ალბათობა, რომ "ჰითთან" პარიზში გვეთამაშა. ამიტომ, ტურნე თავიდანვე ასე დავგეგმეთ. ლისაბონში მოვემზადებით, ლიმასოლში ოთხშაბათს გავფრინდებით“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და "ლუზიტანუშთან" განვლილ შეხვედრას აფასებს:

„ისევე, როგორც "შავი ლომი" საქართველოსთვის, "ლუზიტანუში" პორტუგალიის სანაკრებო ბირთვია და კარგად ვიცით, რასაც თამაშობენ. ამ გუნდს ისეთივე ტაქტიკა დავუპირისპირეთ, როგორიც მსოფლიო თასზე პორტუგალიას. ორიენტირებულები ვიყავით კონტაქტის არეში უპირატესობის მოპოვებაზე და მთელი 80 წუთი ვდომინირებდით. მეტოქე შეჯგუფებებში პირწმინდად დავჯაბნეთ და სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. აგრესიულები ვიყავით დაცვაში და მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მივეცით. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რადგან რაც დავგეგმეთ – ბონუსით მოგება – შესრულებულია!“.

ტრავმირებულები

მომავალი თამაშისთვის ტრავმირებული მოთამაშეებიდან "შავ ლომს", შესაძლოა, ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი დაუბრუნდნენ. ოდნავ მოგვიანებით ელიან მირიან მოდებაძის, დემე თაფლაძისა და თენგიზ ზამთარაძის დაბრუნებას. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარებიან შალვა მამუკაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე.

„ტრავმირებული მოთამაშეთა ნაწილი ეტაპობრივად დაგვიბრუნდება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთები, რომლებისთვისაც ეს სეზონი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ თამაშებში "შავი ლომის" შემადგენლოობაში ახალი სახეები მრავლად გამოჩნდნენ და მათი ინტეგრაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს“ – აღნიშნა მაისაშვილმა.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე "შავ ლომსა" და "ჰითს" ერთმანეთში 5-ჯერ უთამაშიათ. სუპერთასის პირველ გათამაშებაში "ჰითს" ორივე შეხვედრა ბონუსით მოვუგეთ – თბილისში 33:10 და ფეთაჰ თიქვაში 52:28. 2022 წელს ისრაელის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთხელ ვაჯობეთ. თბილისში თამაში ფრედ, 25:25 დასრულდა, თელ-ავივში კი მასპინძლებმა 24:18 მოიგეს. ორიოდე თვეში "ჰითს" უკვე სუპერთასის მეორე გათამაშების ფინალში შევხვდით და „ავჭალაზე“ 29:17 დავამარცხეთ.

მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილი ამბობს:

„ისინი ყოველ წელს აახლებენ შემადგენლობას. მუდამ ცდილობენ პრობლემური რგოლების უკეთესი მოთამაშეებით გაძლიერებას და შეჯგუფებში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან. ისინი უკეთესები არიან შერკინებაში და განვლილ ორ შეხვედრაში მოლით არაერთი ლელო გაიტანეს. ტრადიციულად, არსად წასულა მათი ინდივიდუალიზმი. მგეზავი უნარიანად მართავს თამაშს და კარგი ფეხი აქვს“.

„თუმცა ამ გუნდს აქვს სისუსტეებიც და თუ სისტემურად გამართულ რაგბის ვითამაშებთ, უპირატესობა აუცილებლად გვექნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუპერთასის მოგების გარდა, ჩვენი მიზანი ჩელენჯ თასისთვის სელექცია და მომზადებაა“.

rugby.ge

goga
ოსრაელის გუნდებს რატომ არ უკრძალავენ საერთაშორისო თამაშებში ასპარეზობას?
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
სუპერთასი | ოთხი ცვლილებით პირველობისთვის
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
სუპერთასის ფინალი თბილისში!
სუპერთასი. "შავმა ლომმა" წვიმასა და ავდარში "ჰითს" მოუგო
სუპერთასი | ზედიზედ მეორედ ფინალში "ჰითთან"
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"