სუპერთასი. "შავმა ლომმა" წვიმასა და ავდარში "ჰითს" მოუგო

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „შავმა ლომმა“ კვიპროსში წვიმიან და ქარიან ამინდში ისრაელის „თელ-ავივ ჰითი“ 29:27 დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი (10-10) ჰქონდა და დაძაბული თამაში გამოვიდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

„შავი ლომი“ დებიუტში ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო გაიტანა. ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას აფციაურმა ლელო დადო, მატკავამ კი რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა. „ჰითმა“ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. მერე ტაბუცაძემ ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ვერ
გამოიყენა, „ჰითმა“ ისევ საჯარიმოდან შეამცირა სხვაობა, რაზეც ბოლოს მატკავამ საჯარიმოთი უპასუხა და პირველი ტაიმი მაისაშვილის გუნდმა 23:6 მოიგო.

უამინდობის გამო შესვენების შემდეგ მატჩი დაგვიანებით განახლდა, „ჰითმა“ მეორე ტაიმი „შავ ლომზე“ გაცილებით უკეთ ჩაატარა, ბოლომდე თამაშში დარჩა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულ ფრენჩაიზს დარჩა.

„შავმა ლომმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და თასის ნახევარფინალში იასპარეზებს.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023
ა ჯგუფი. III ტური
18 ნოემბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). „ცირიონ სთედიუმი“
თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 27:29
შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
საკმაოდ ბევრი ახალწვეული ჰყავდა,შავ ლომს,რომლებსსაც საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ,ან მცირე აქვთ,არც გუნდთან არიან ბოლომდე შეთამაშებულები და პირველი ტაიმის შემდეგ,დიდმა ანგარიშმაც ეტყობა მოადუნა,ბიჭები.ისე ჩვენი 10 წუთიანი გაძევება და ამის სემდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება,აშკარად ტენდენციური მეჩვენა.ძალიან სწრაფად გვაჯარიმებდა და ჰიტელებს ძალიან ბევრს ჰპატიობდა.მათ კი,მაგარი ლეგიონერები ჰყავთ და ყოოველ წელს,სულ უფრო ძლიერ შემადგენლობას აყენებენ.გაჩეჩილაძე და განსაკუთრებით შალვა მამუკაშვილი,გუნდის ლიდერები არიან და მათი გამოკლებაც ძალიან დაეტყო,შავ ლომს.ასეა თუ ისე,გავიმარჯვეთ და ვულოცავ ბიჭებს.კარგი გამოცდილება იყო,ახალგაზრდებისათვის.პატარებსაც ვულოცავ გამარჯვებას.კარგია რომ პორტუგალიელებს,არაფრის იმედი არ დაუტოვეს.ამინდი,ორივე მხარეს ხელს ერთნაირად უშლიდა და ეს მიზეზად არ გამოდგება,თუმცა მართლაც ძალიან უშლიდა და დიდმა პაუზამ,ალბათ ჩვენი განწყობაც დასწია.ბიჭები,ასეთ ამინდშიც ცდილობდნენ,ხელით გაეშალათ შეტევა,რასაც ბოლოსკენ ბევრი შეცდომა მოჰყვა და დაცვაშიც ვეღარ დავუდექით,კარგად,მეორე ტაიმში.თვითონ ხელით თამაშის გადაწყვეტილებაც ალბათ შეცდომა იყო,თუმცა ადრეც ხშირად გვინახია,შავი ლომი,შეგნებულად რომ ირთულებდა ხოლმე ამოცანას.ეგეც ხომ ვარჯიშის სახეა,გართულებული პირობებით.ისე,მსოფლიოს თასზე ნათამაშებ ბიჭებს,წესით ფორმაში,ვარდნა უნდა დაეტყოთ და შესაძლოა ესეც კიდევ ერთი მიზეზი იყოს.
სოსო
01:29 19-11-2023
0
ეს მეორე ტაიმის სინდრომი რა უბედურებაა. შეცვლა არ არის სრულფასოვანი, გუნდი არ არის ფიზიკურად მომზადებული თუ ტრენერებმა წარმატებული ტაიმის მერე არ იციან რა უთხრან ბიჭებს?
ჰაჰა
23:47 18-11-2023
0

სიახლეები პოპულარული