რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალის წინ, რომელსაც ‘შავი ლომი’ 2 დეკემბერს, 14 საათზე „ავჭალაზე“ ესპანური "იბერიანსის" წინააღმდეგ გამართავს, ქართულმა ფრენჩაიზმა „შევარდენის“ ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა.

"შავი ლომი" სუპერთასის ორგზის მფლობელია და ტიტულის დაცვას ცდილობს, რის შემდეგაც მსოფლიოს ელიტურ საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება და სადებიუტო შეხვედრაში 150 წლიანი ისტორიის მქონე ინგლისურ გრანდ "გლოსთერს" „მიხეილ მესხზე“, 9 დეკემბერს 17 საათზე დაუხვდება.

მთავარი მწვრთნელის მოვალოების შემსრულებელი ლევან მაისაშვილი თვლის, რომ გუნდი მომავალ თამაშებს მზადყოფნაში ხვდება:

„მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა გადავახალისეთ, კარგი შევსება მივიღეთ და მოსამზადებელი პერიოდიც სათანადოდ გამოვიყენეთ. სამივე სათამაშო კვირაში კარგი ვარჯიშები გვქონდა. მოწინააღმდეგეებიც ყველა ეტაპზე იმაზე ძლიერები იყვნენ, ვიდრე სუპერთასის წინა გათამაშებებში, რაც ასევე გამოგვადგა. ახლა წინ ნახევარფინალია, რომელსაც სხვა დატვირთვა აქვს და სხვა ინტრიგა ახლავს. უმთავრესი მიზანი რა თქმა უნდა, ფინალში თამაშია, თუმცა ამავდროულად, "იბერიანსთან" თამაშს "გლოსთერთან" შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპადაც განვიხილავთ“.

"შავი ლომის" კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ უპირველესი სამიზნე "იბერიანსია":

„ესპანელებთან ნახევარფინალში ფავორიტები ვართ, თუმცა სპორტი ისეთი რამეა, ძალიან წინ თუ გაიხედები, იქვე დაგიცდება ფეხი. ჩვენი უპირველესი საფიქრალი ხვალინდელი თამაშია და მერე ის, რასაც გულშემატკივარი ამდენი ხანია ელოდება – 9 დეკემბერს "გლოსთერთან" შეხვედრა“.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ერთადერთი, ორგზის მფლობელია და ტიტულის მესამედ მოპოვებას ცდილობს. მეორე ნახევარფნალში ისრაელის "ჰითი" რუმინულ "ვულვზს" ბუქარესტში ერკინება. სად და როდის გაიმართება ფინალური ჯახი, მოგვიანებით გაირკვევა.

მანამდე "შავი ლომი" 2023/24 წლების ისტორიულ, ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება და სადებიუტო თამაშს 9 დეკემბერს თბილისში, ინგლისურ "გლოსთერთან" გამართავს. ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე "სკარლეტს" უელსში და "კასტრს" საფრანგეთში შეხვდება, იანვარში კი "კლერმონს" თბილისში მიიღებს.

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
დიდი თამაშის კვირა დაიწყო!
"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | რეკორდული სხვაობით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | ექვსი ცვლილება და ერთი დებიუტანტი "იბერიანსთან"