ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა

AutoSharing Option
"შავი ლომი" დღეს, გამთენიისას, უელსში გაემგზავრა, სადაც ჩელენჯ თასის მეორე ტურში ადგილობრივ "სქარლეთს" ერკინება.

შეხვედრა ჰლანეჰლიში პარასკევს ღამით, 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე Parc y Scarlets-ზე დაიწყება.

9 დეკემბერს „მიხეილ მესხზე“ ინგლისურ "გლოსთერთან" გადატანილი მძიმე მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში დანაკლისია. დაშავდნენ და მომავალ თამაშს ტოვებენ შუამარბი გიორგი კვესელაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი.

მგზავრობის შემდეგ მორაგბეები დაისვენებენ, ხვალ მსუბუქი ვარჯიში ექნებათ, "სქარლეთსთან" თამაშამდე 24 საათით ადრე კი სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დასახელდება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დაგვაკლდებიან.ისედაც ბევრი ბიჭები გვაკლდა.სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბიჭებს.ამ თამაშში თუ დავმარცხდით,ეს ისედაც მოსალოდნელია,მეტოქე,ძალიან ძლიერია,მაგრამ მომდევნო თამაში,ფინალია და ის თამაში,აუცილებლად მოსაგებია.
სოსო
19:31 13-12-2023
0

სიახლეები პოპულარული