2024 საოცრად იწყება – უკვე იანვარში ზედიზედ არაერთი სარაგბო ზეიმი გველოდება

AutoSharing Option
ქართული რაგბის გულშემატკივარს განსაკუთრებული წელიწადი დაუდგა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ უკვე იანვარში ქართულ გუნდებს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებზე ეთამაშათ, 2024-ის პირველივე დღეებში კი ერთბაშად სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ველოდებით: მოედანზე პირველი ჩვენი 7-კაცა გავა, რომელიც მსოფლიო რაგბის სერიის შესარჩევ, ჩელენჯერის ტურნირში ჩაერთვება, – პირველი ეტაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში 12-14 იანვარსაა ჩანიშნული. საქართველო "ა" ჯგუფში ჰონკონგის, პაპუა-ახალი გვინეისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, დაკავებული ადგილის მიხედვით კი პლეი-ოფში ჩაერთვება.

ჩელენჯერის პარალელურად, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ორი თამაში ელოდება "შავ ლომს". ევროპის უმაღლესი
დონის საკლუბო ტურნირში ქართულ ფრენჩაიზს დებიუტი 8 დეკემბერს ჰქონდა, – „მიხეილ მესხზე“ 150-წლიანი ისტორიის ინგლისურ კლუბ "გლოსტერს" შეერკინა; მართალია, მხოლოდ ნუგეშ ქულას დასჯერდა (10:15), თუმცა ინგლისელებს ლელო არ დაადებინა; სამაგიეროდ, ზუსტად ერთ კვირაში თავად დადო ისტორიული გამარჯვება "სქარლეთთან" უელსში, შთამბეჭდავი ანგარიშით 23:7 და მსოფლიოს ყურადღებაც კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამავე ტურნირის მორიგი შეხვედრა 13 იანვარს საფრანგეთში გველის, – სადაც ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში "კასტრს" შევერკინებით. აღმავალ ტალღაზე მდგარი "შავი ლომისგან" ექსპერტებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ, მით უმეტეს, რომ 500-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი მიემგზავრება ჩვენი გუნდის გასამხნევებლად.

20 იანვარს სარაგბო ზეიმი თბილისში დაბრუნდება – „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გრანდს, "კლერმონს" ვმასპინძლობთ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს უთუოდ არნახული სარაგბო დღესასწაული იქნება; სტადიონზე სათანადო განწყობისა და მუხტის შესაქმნელად, მატჩის წინ და მსვლელობისას გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი დახვდება: კონცერტები, სადღესასწაულო ვაჭრობა, პრიზების გათამაშება.

საქართველოს რაგბის კავშირი მთელი წლის განმავლობაში დიდ სარაგბო დღესასწაულს ჰპირდება ყველას, ვისაც ქართულ რაგბიზე გული შესტკივა, – გამოცდილ გულშემატკივარსაც და მათაც, ვინც ახლა გადაწყვეტს ქართული რაგბის გვერდში დგომას. გილოცავთ ახალ 2024 წელს. ვიაროთ მუდამ გამარჯვებისკენ ქართულ რაგბისთან ერთად.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ გამარჯვებებს ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.
სოსო
18:51 04-01-2024
0
Mixaria!
Win, saqartvelo.
Chven brzolasi vart bednierebi!!!
Mamuka09ze
21:10 04-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული