"შავმა ლომმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის პირველი ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე რაუნდის თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 13 იანვარს საფრანგეთში, ადგილობრივი "კასტრის" წინააღმდეგ ჩვენი დროით 19:15 საათზე გამართავს.

ღია ვარჯიში ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, რომლის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა მოლოდინებსა და მზადებაზე ისაუბრეს. მათ უკვე იციან, რომ 13 იანვარს "პიერ ფაბრეს" ტრიბუნებზე 500-მდე ქართველი იქნება.

ლუკა ცირეკიძე: „ნაყოფიერი კვირა გვქონდა. გავიარეთ შეტევის და დაცვის სისტემები. ისტორიული თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავიღებთ გულშემატკივრების გასახარებლად, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ“.

ორი ტურის შემდეგ მესამე ჯგუფს 8 ქულით ინგლისური "გლოსტერი" ლიდერობს, "შავ ლომს", "კასტრს", "კლერმონს" და "ედინბურგს" 5-5 ქულა აქვთ, ჩვენგან ძლეული "სქარლეთსი" კი უქულოდაა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, პლეი-ოფში კი ოთხი მოწინავე გადის.

თორნიკე კახოიძე: „სატურნირო თვალსაზრისით, ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს ვიქნებით. მზადებამ კარგად ჩაიარა, ყველა დეტალი გავიარეთ და ვთვლი, რომ კარგ კონდიციაში ვართ. ვიცით, რომ ჩვენ საქომაგოდ კასტრში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. მათი დანახვა ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

ტრავმა მოიშუშა და "კასტრთან" თამაშისთვის ემზადება მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი:

„მოწინააღმდეგე ფავორიტია, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბისთვის ამ ორ შეხვედრას. ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი თავისთვის მიცემული დავალება შევასრულოთ და კასტრში ჩამოსულ გულშემატკივართან ერთად მთელი საქართველო გავახაროთ. ვიცით, რომ "კასტრი" ფიზიკური გუნდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ კომპონენტში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.

Rugby.ge

სოსო
სავარაუდოდ,ის იქნება.გაგანია ტურნირის მიმდინარეობაში,მისი შეცვლა,არასწორი იქნება.ნაკრების ახალი მწვრთნელიც,სავარაუდოდ,გუნდთან ერთად უნდა იყოს,რათა უფრო ახლოდან შეხედოს მათ და თანდათან,შავი ლომის სამზარეულოსაც გაუშინაურდეს.ლევან მაისაშვილი,ფეხის ფრჩხილიდან,თმის ბოლოებამდე,ქართული რაგბის ერთგულია და დარწმუნებული ვარ,კოკერილსაც მთელი სულით და გულით დაეხმარება.მასთან ერთად ყოფნა,რა თქმა უნდა კოკერილსაც გაუადვილებს,შავი ლომის და ნაკრების ბიჭებთან ურთიერთობის სწრაფად დალაგებას.ამის გარეშე ხომ არაფერი გამოვა.
სოსო
სავარაუდოდ,ის იქნება.გაგანია ტურნირის მიმდინარეობაში,მისი შეცვლა,არასწორი იქნება.ნაკრების ახალი მწვრთნელიც,სავარაუდოდ,გუნდთან ერთად უნდა იყოს,რათა უფრო ახლოდან შეხედოს მათ და თანდათან,შავი ლომის სამზარეულოსაც გაუშინაურდეს.ლევან მაისაშვილი,ფეხის ფრჩხილიდან,თმის ბოლოებამდე,ქართული რაგბის ერთგულია და დარწმუნებული ვარ,კოკერილსაც მთელი სულით და გულით დაეხმარება.მასთან ერთად ყოფნა,რა თქმა უნდა კოკერილსაც გაუადვილებს,შავი ლომის და ნაკრების ბიჭებთან ურთიერთობის სწრაფად დალაგებას.ამის გარეშე ხომ არაფერი გამოვა.
სოსო
წინა თამაშებშიც ყველას მიაჩნდა,რომ მეტოქეები იყვნენ,ფავორიტები,თუმცა რეალობა,საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა.რათქმა უნდა,კასტრი,გაცილებით უფრო სერიოზულად შემოგვხედავს,ჩვენი შედეგების შემხედვარეს,მაგრამ უკვე ჩვენც სხვა თვალით ვუყურებთ,მათ.ბიჭებს თავდაჯერებულობა აქვთ და ადვილად არაფერს დათმობენ,ეს კი,კარგი რაგბის და წარმატებული დასასრულის მოლოდინს გვიჩენს.კი,კასტრი რა თქმა უნდა ფავორიტია,მაგრამ ჩვენმა ნაკრებმაც,ჯერ კიდევ მსოფლიოს თასზე,ყველას უჩვენა,რომ აღარავისი ეშინია და მიუხედავად წარუმატებლობებისა,ყველა ბობოლას,თვალებში შეხედა,ჩელენჯ თასზეც ასევე გააფრძელა და გამარჯვების გემოც გაიგო.ასე რომ, კასტრსაც ბრძოლით მოუწევს,უპირატესობის დამტკიცება.ალილო და ხვალეო!ჰო და ხვალე,ვინძლო,ალილოც და ლელოც,ჩვენი ითქვს,უფრო ხმამაღლა.საახალწლოდ ამაზე კარგი საჩუქარი,რაღა შეიძლება ბიჭებისაგან,ვიდრე კასტრის დამარცხებაა?-ჩვენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც!ასე რომ,მიდით ბიჭებო!მიდით ლომებო!500 დარჩეული ქართველიც,თქვენ გვერდით რომ არიან,ხუმრობა საქმე რომ არ არის,ჯერ კიდევ სულმნათმა აკაკიმ ბრძანა,ღმერთიც შეგეწიოთ და ყველაფერი საჩვენოდ იქნება!
გიორგი
მწვრთნელი ისევ მაისაშვილია?
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას "მეტრო რასინგში" გააგრძელებს
"კასტრი" – სახლის გუნდი
"შავი ლომი" სტუმრად "კასტრთან" დამარცხდა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ჩელენჯ თასი | დებიუტანტებით წლის პირველ მატჩში
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
დიდი დესანტით კასტრში
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის