ჩელენჯ თასი | დებიუტანტებით წლის პირველ მატჩში

AutoSharing Option
"შავი ლომი" 2024 წლის პირველ მატჩს დებიუტანტებით ხვდება. ალექსანდრე ჯიღაური გუნდის კვართს პირველად მოირგებს, ტრავმიდან დაბრუნებულ თენგიზ ზამთარაძეს და ნიკოლოზ ხატიაშვილს კი დებიუტი ჩელენჯ თასზე ექნებათ.

მესამე რაუნდში ჩვენი გუნდი "კასტრს" საფრანგეთში, "პიერ ფაბრეზე" 19:15 საათზე ერკინება და გამარჯვების, გნებავთ ბონუს-ქულის აღების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფლეი ოფის საგზურის მოპოვების თვალსაზრისით გადამწყვეტი ბოლო ტური იქნება, რომელშიც "შავი ლომი" 20 იანვარს ფრანგულ "კლერმონს" "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდება.

ტრავმიდან ორი დაბრუნდა

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 13
იანვარს "კასტრის" წინააღმდეგ ითამაშებს. მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ არიან ლუკა ივანიშვილი და თენგიზ პერანიძე, "ძველი ტრავმებიდან" კი ორი მოთამაშე დაბრუნდა – ილია სპანდერაშვილი და თენგიზ ზამთარაძე. 23-კაციან განაცხადშია დებიუტანტი ალექსანდრე ჯიღაური, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მეორე ხაზში "სქარლეთსთან" მატჩის მსგავსად ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი შეწყვილდებიან. მესამე ხაზში გიორგი კერვალიშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ.

მგეზავ ლუკა მატკავას ნაცვლად ტრავმირებული პერანიძის ნაცვლად გიორგი მარგალიტაძე შეუწყვილდება. ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძეა.

კვაჭის მარქაფაშია თენგიზ ზამთარაძე, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმა მოიშუშა. პირველ ხაზში შეცვლაზე შევლენ ბურჯები ალიკო შამილიშვილი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო "გლოსტერთან" და "სქარლეთსთან" ჩელენჯ თასის თამაშები გამოტოვა, თუმცა რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში დაბრუნდა. ხატიაშვილს ჩელენჯ თასზე დებიუტი ექნება.

მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შესაბამისად დემურ ეფრემიძე და საბა კურტანიძე შევლენ. 9 ნომრის მარქაფაშია ალექსანდრე ჯიღაური, რომელმაც შარშან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა. ხაზში შეცვლაზე არიან თორნიკე კახოიძე და ლუკა ცირეკიძე.

შეგახსენებთ, თამაშს საქართველოდან ჩასული 500-მდე ქომაგი დაესწრება, რომლებსაც ემიგრანტებიც დაემატებიან და "შავი ლომი" "სახლის გუნდ" "კასტრთან" თავს უცხო გარემოში არ იგრძნობს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მესამე რაუნდი

კასტრი. პიერ ფაბრე. 13 იანვარი (19:15 საქ. დრო)

კასტრი (საფრანგეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო
კახა
15:08 13-01-2024
0
კომენტატორებმა 1000 კაცი წაიყვანაო ფედერაციამ. დაუფინანსსო. შური ცუდი საქმეა ძალიან, მაპატიეთ მაგრამ მშურს. მეც მჯნდოდა! რა პრინციპით დასფინანსეს და ვინ არის ეს ხალხი? მინიმუმ 200 ევრო ხომ დზჯდა კაცი? რამდენი გადაიხადა ფედერაციას და ღირდა? თუ გამართლებულუა და ღირდა, მაშინ ვინ და რს პრინციპით აარჩუეს? არ ვიმსახურებთ ხსლხო იმას მაინც, რომ ვიცოდეთ?
წარმატებები ბიჭებს!
Rezo
19:57 13-01-2024
0

სიახლეები პოპულარული