"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
Martla dzalian sircxvilia eseni ro tavs profesionalebad tvliad . Me mrcxvenia amat nacvlad tfui
Sircxvili
21 იანვარი 2024 02:14
11
საყვარელ,ძვირფას ადამიანს წარუმატებლობის შემთხვევაში ვლანძღავთ და ვაძაგებთ განა?
მაშ ჩვენი ძვირფასი მორაგბეები რად გაუხდია ზოგიერთს ლანძღვა-თათხვის ობიექტად,დღეის მდგომარეობით ობიექტურად მათზე უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსალოდნელი მარცხის გამო?
სამწუხაროდ,რაგბის გაგებაშიც არ ხართ და არც ამ თავდადებული ბიჭების იოტისოდენა პატივისცემაც არ გაგაჩნიათ,სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ორთავ შემთხვევაში,სამარცხვინონი ხართ.
კოლხიდელი
21 იანვარი 2024 14:58
5
30 წელი რით ვერ ისწავლეთ აუტის მოწოდება
rembo
21 იანვარი 2024 13:25
2
რა უბედურებაა 3 ქულა!ესენი რომ იტყვიან რაგბისტები ვართო
Rezo
21 იანვარი 2024 00:49
14
რაის შავი ლომი წადით შვილო ფედერალებში საფრანგეთში მაინც იცხოვრებთ
გიგი
21 იანვარი 2024 01:28
13
რაგბი ჩვენი თამაშია
meaarvar
21 იანვარი 2024 05:30
3
მისაშვილს რა უნდა ექნა, კაცმა თავის მოედნიდან წაიღო და ლელო დადო.
სამართალი
20 იანვარი 2024 21:00
23
ის უნდა ჰქნას, რომ დაზღვევაზე თამაშში უნდა ავარჯიშოს. და კიდევ, 8-10 დერეფანს რომ წააგებ, ასეთ თამაშს მაღალი დონის გუნდს ვერაფრით ვერ მოუგებ.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:29
2
გიორგი,აგერ ნინიაშვილმაც,80 მეტრზე წაიღო ბურთი და ლელო დადო!არც იქ ავარჯიშბენ,დაზღვევაზე?!უფრო მაღალი კლასი,სწორედ იმაში გამოიხატება,რომ რაღაცაში გამოგიჭერს და ქულებად გადააქცევს.
სოსო
28 იანვარი 2024 11:30
0
ქალაქის მარჯვენა სანაპირო, კერძოდ ვაკე და საბურთალო ამ თამაშის გამო პარალიზებული იყო. ნეტავი ღირდა ამად ეს ყველაფერი...
გია
20 იანვარი 2024 20:37
14
კრიტიკის 99% მაისაშვილზეა,ცრაც სრულიად დამსახურებულია. კარგი კაცჯა, მაგრამ ამ დონეზე ვეღარ ქაჩავს.ბიჭებს კი ჭკუათმყოფელი გულშემატკივარი არასდროს გალანძღავს. ერთი-ორი პოსტი წავიკითხე ასეთ და ეს ხალხი ალბათ გულშემატკივარი არც არის. ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ამის დაუფასებლიბა დიდი უსამართლობაა. წარმატებები ბიჭებო!
ბიჭებს არავინ ლანძღავს
21 იანვარი 2024 19:11
2
რატომ არ ეთამაშეს? მისცეს თამაში.
გიორგი 1
20 იანვარი 2024 21:00
26
რა მისცეს? ტიპებმა გადაგვირბინეს.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:30
1

სიახლეები პოპულარული