"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
რა თქმა უნდა,ძალიან გულდასაწყვეტია წაგება,მაგრამ,რას იზამ,ძალა აღმართს ხნავს.ფრანგთა უკან უმაღლესი დონის შიდა ჩემპიონატია,მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი საუკეთესო რაგბისტები,უმაღლესი დონის შეთამაშება,დისციპლინა,ტრენინგის უმაღლესი დონე...
ჩვენ სამარცხვინო არაფერი გვჭირს,უდავო ფაქტია,რომ უზარმაზარი პროგრესის გზა გვაქვს გავლული,ავედით ისეთ ლიგაში სადაც გვექნება მუდმივი ზრდისა და სწავლის საშუალება.ეს ყოველივე, გამრავლებული ჩვენი ახალგაზრდების ნიჭსა და მონდომებაზე,მაქსიმალურად მოკლე დროში,დიდი იმედია, უმაღლეს დონეზე აგვიყვანს.
თავი მაღლა ბიჭებო,გააგრძელეთ თავდაუზოგავი შრომა,რაიც აუცილებლად მოგიტანთ სტაბილურ და დიდ გამარჯვებებს.
წინ,საქართველო!
ბრაზი
20:04 20-01-2024
3
ასეთი აუტით, რომ, თამაშს აზრი საერთოდ არ აქვს ეს მაისაშვილმა არ იცის თუ არ აღელვევბს? საკუთარი ათი აუტიდან საშუალოდ ცხრას რომ წააგებ - ამას გუნდის მწვრთელობა და მომზადება ჰქვია? როგორ უნდა შეუტიო თუ აუტს ვერ იგებ - ამას მაისაშვილი დავიკერო ვერ იგებს? წლებია ლაპარაკია აუტზე და უფრო ურესი შედეგებო გვაქვს.

ასეთი აუტებით "შავი ლომი" კი არა ნებისმიერი გუნდი და თვითონ "კლერმონიც" წააგებდა.ახლა ამას შერკინების და პასების პრობლემაც დაუმატეთ და იალაააა!

დიახ. წასასვეელი იყო...
ლევანი
22:37 20-01-2024
4

სიახლეები პოპულარული