"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, სახლში "კლერმონთან" 3:36 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: "ეს არ არის ის დასასრული, რასაც ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შეხვედრაში მცირე შეცდომებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვწუხვარ, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე დავმარცხდით. პირველად იყო ამდენი მაყურებელი "შავი ლომის" თამაშზე და ვერ შევძელით იმის გაკეთება,
რაც ჩავიფიქრეთ. თუმცა ფაქტია, უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული და მჯერა, ეს წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება".

მერაბ შირაქიძე: "კლერმონი" უძლიერესი გუნდია, მაღალი დონის რაგბი ითამაშა და გასაქანი არ მოგვცა. არ გვინდოდა ამ თამაშის დათმობა და ლევან მაისაშვილს ბოდიშს ვუხდი, ასე რომ გამოვიდა. მას თავი არ დაუზოგავს და მინდა, გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის. მისი მწვრთნელობის პერიოდში ისეთი მოგონებები შეიქმნა, რომლებიც ქართული რაგბის ისტორიაში დარჩება. როცა რაღაც არ გამოგდის, ეს გამოცდილებაა, ცხოვრება ასეა მოწყობილი. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია და კარგი გუნდები მცირე შეცდომებსაც არ გპატიობენ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
გეთანხმებით ბატონო ლევან, რასაც ბრძანებთ, რომ "დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული". ნამდვილად ასეა, რადგან მთელ თამაშსი მგონი ერტხელ მოვიგეთ აუტი, ორჯერ მოვიგეთ შერკინება და სამჯერ გავაკეთეთ სწორი პასი (და უფრო მეტჯერ არასწორი და წინ პასი).

გეთანხმებით ბატონო მერაბ, რომ "მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია", მაგრამ დიდი მარცხიდან მოგენამდე ბევრი ნაბიჯია..

"კლერმონთან" ნამატჩევს
19:43 22-01-2024
2
"მამკალით და ვერ გევიგე" - ეისა კაცო და მთელი მატჩი მარტო აუტს როგორ უნდა შესწირო? ხედავდე და არ ასწორებდე ამ ნაკლს - გაგიგიათ? თუ ა გაგიგიათ აგეტ ხომ ნახეთ.

ბიჯოოოოო, 10 შეტევა მაინც ხომ დაიკარგა ამ აუტიზა? თქვენა ჩოთქი და ანგარიში არ იცით ბიძიკო? ათი შეტევა, აქედან ნახევარი ლელოსთან ახლოს - წარმოგიდგენიათ რა დანაკლისია?

ჰოდა აი მაისაშვილს არ წამოუდგენია და არად უღირს, აბა ყოველ მატჩზე ათაეული აუტი იკარგებოდეს და არ ასწორებდე ამ ხარვეზს? ეგა ჯოო რაგბია თუ ჯიბის ბილიარდი?
ისა რა ქვია და....
21:45 22-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული