ნინო ელოშვილის ევროტური

AutoSharing Option
ქართველი ქალი რეფერი ნინო ელოშვილი ივნის-ივლისში რაგბი ევროპის 4 ტურნირს იმსაჯებს.

ივნისში მას ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ტურნირი ელის – 7-9 ივნისს ხორვატიაში (მაკარსკა) და 28-30 ივნისს გერმანიაში (ჰამბურგი). 6-8 ივლისს ის საფრანგეთში, სტრასბურგში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (7-ქალა) იმსაჯებს, 12-14 ივლისს კი უნგრეთში, ბუდაპეშტში ქალთა რაგბი ევროპის ალაფაზე.

მანამდე ის 1-2 ივნისს თბილისში, „ხვამლი არენაზე“ თბილისის 7-კაცას იმსაჯებს, რის შემდეგაც გეზს ევროპისკენ აიღებს:

„შარშან რაგბი ევროპის ორ ტურნირზე ვიყავი მიწვეული – ქალთა ჩემპიონატზე და 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, წელს კი უკვე
ოთხ ტურნირზე მიმიწვიეს, რაც სტაბილური განვითარების შედეგია. აქამდე ჩატარებულ ტურნირებსა თუ თამაშებში, რაგბი ევროპის მსაჯთა ხელმძღვანელისგან ჟოელ დუმესგან ძალიან კარგ შეფასებებს ვიღებდი და ბედნიერი ვარ შრომა რომ მიფასდება“.

„რაგბი ევროპის ტურნირებს 2021 წლიდან რეგულარულად ვმსაჯობ და წელს ამ დანიშვნებს ზედმეტი ნერიულობის გარეშე შევხვდი. ვაპირებ, რომ სიამოვნება მივიღო უმაღლესი დონის რაგბის მსაჯობით და ჩემის მხრივ, ხელი შევუწყო დინამიურ თამაშებს“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს და ჩვენს მასწავლებელ დევიდ მაკქიუს, რომლის დახმარების გარეშე ქართულ სამსაჯო კორპუსს ასეთი წინსვლა არ ექნებოდა. ჟოელ დუმე ყოველთვის სიამოვნებით აღნიშნავს ქართველი მსაჯების პროგრესს და ნდობას გვიცხადებს“ – აღნიშნავს ნინო ელოშვილი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული