აბულაშვილი კენიაში, ელოშვილი ჩეხეთში

AutoSharing Option
ქართველი რეფერი საბა აბულაშვილი, რომელმაც წელს დიდი 10-ის ფინალი იმსაჯა, 15-იდან 30 ივლისის ჩათვლით კენიაში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე მოედნის მსაჯი იქნება.

აბულაშვილი თანმიმდევრულად გადის ყველა იმ ეტაპს, რაც მაღალი რანგის მსაჯად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. 2022 წელს ის მოედნის მსაჯი იყო რაგბი ევროპის ალაფაზე, 20-წლამდელთა ექვს ერზე კი გვერდითი მსაჯი იყო. წელს საბას მოედნის მსაჯის რანგში დებიუტი ჰქონდა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ამჯერად კი მსოფლიო რაგბიმ ალაფაზე მიიწვია, სადაც თავის გამოჩენის შემთხვევაში, მას სამომავლოდ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიიწვევენ.

20-წლამდელთა ალაფაზე, რომელიც 3-წლიანი
პაუზის შემდეგ წელს პირველად იმართება, ტრადიციულად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. "ა" ჯგუფში აშშ, შოტლანდია, ურუგვაი და ზიმბაბვე, ხოლო "ბ" ჯგუფში ჰონკონგი, კენია, სამოა და ესპანეთი ითამაშებენ. ალაფის გამარჯვებული გაისად ჩემპიონატზე აღზევდება.

ნინო ელოშვილი, რომელიც წელს პირველად 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიიწვიეს, ამჯერად ჩეხეთში, პრაღაში გაემგზავრა, სადაც 18 წლამდე გოგონათა შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატს იმსაჯებს. ტურნირი 15-16 ივლისს გაიმართება და მასში საფრანგეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ინგლისის, ჩეხეთის, შოტლანდიის, უკრაინის, ბელგიისა და პოლონეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული