7-კაცა | მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზურისთვის ჰამბურგში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა 13-კაციანი შემადგენლობით 26 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

13-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მაკარსკის ეტაპის შემდეგ გუნდს იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა და ამირან შვანგირაძე გამოაკლდა. მათ ნაცვლად 7-კაცას უბრუნდებიან ნიკოლოზ რეხვიაშვილი და გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე კი რაზმს 20-წლამდელთა ნაკრებიდან შეუერთდა.

ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, ლიეტუვა და მასპინძელი გერმანია იქნებიან. 28 ივნისს ორი თამაშია – საქართველოს დროით 13:58 საათზე ესპანეთთან, ხოლო 18:58 საათზე ლიეტუვასთან. ჯგუფურ ეტაპს 29 ივნისს
გერმანიასთან მატჩით (13:50 საათი) ვასრულებთ, რის შემდეგაც პლეი-ოფების დრო დადგება. მეორე ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.

შეგახსენებთ, ხორვატიაში საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი, გერმანია)

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, თეიმურაზ კოხოძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება:
გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული