ჩელენჯ თასი | ფრანგებთან თბილისში, ბრიტანელებთან სტუმრად

AutoSharing Option
ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი გამოაქვეყნა.

ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ჩელენჯ თასში მეორედ მონაწილეობს. უკვე ვწერდით, რომ ის მესამე ჯგუფში ფრანგულ "ვანთან" და "ბაიონასთან", უელსურ "სქარლეთსთან", შოტლანდიურ "ედინბურგთან" და ინგლისურ "გლოსთერთან" მოხვდა.

დებულების თანახმად, ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და ორს სტუმრად. შესაბამისად, ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქეს არ შეხვდება და ამ ჯერზე ასეთი გუნდი ინგლისური "გლოსთერია", რომელსაც შარშან, ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ვუმასპინძლეთ
და ტურნირზე პირველი ქულა მოვიპოვეთ – 10:15.

"შავი ლომი" 2024/25 წლების სეზონის პირველ თამაშსაც „მიხეილ მესხზე“ გამართავს და 7 დეკემბერს ფრანგულ "ვანს" უმასპინძლებს, რომელმაც გასულ სეზონში Pro D2 მოიგო და Top 14-ის საგზური მოიპოვა.

წლის ბოლო თამაშს ჩვენი გუნდი 15 დეკემბერს უელსში, "სქარლეთსთან" გამართავს. აღსანიშნავია, რომ "სქარლეთსი" გასულ სეზონშიც ჩვენს ჯგუფში იყო, მას 15 დეკემბერს ჰლანეჰლიში ვეთამაშეთ და 15-ათასიან Parc Y Scarlets-ზე 23:7 ვძლიეთ. ეს იყო "შავი ლომის" პირველი, ისტორიული გამარჯვება ჩელენჯ თასზე. გაერთიანებული რაგბი ჩემპიონშიფის 16-გუნდიან ჩემპიონატში, "სქარლეთსი" გასულ სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა.

ჩელენჯ თასის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრები 2025 წლის იანვარში გაიმართება. მესამე ტურში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გუნდს, "ბაიონას" ვუმასპინძლებთ, რომელმაც Top 14-ის გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპს 19 იანვარს შოტლანდიაში, "ედინბურგთან" თამაშით ვასრულებთ. ის შარშანაც "შავი ლომის" ჯგუფში იყო, თუმცა მაშინ ამ გუნდებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ. გაერთიანებული რაგბი ჩემპიონშიფის გასულ სეზონში "ედინბურგი" მე-10 ადგილზე გავიდა.

ჩელენჯ თასის ჯგუფები:

პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ქონახთი (ირლანდია), ჩითასი (სამხრეთი აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია);

მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთი აფრიკა), ოსფრეიზი (უელსი);

მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბაიონა (საფრანგეთი), სქარლეთსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსთერი (ინგლისი).

I ტური

6 დეკემბერი

გლოსთერი (ინგლისი) – ედინბურგი (შოტლანდია)

7 დეკემბერი

ბაიონა (საფრანგეთი) – სქარლეთსი (უელსი)

შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი)

II ტური

13 დეკემბერი

ედინბურგი (შოტლანდია) – ბაიონა (საფრანგეთი)

14 დეკემბერი

ვანი (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)

15 დეკემბერი

სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)

III ტური

10 იანვარი

გლოსთერი (ინგლისი) – სქარლეთსი (უელსი)

11 იანვარი

ვანი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია)

შავი ლომი (საქართველო) – ბაიონა (საფრანგეთი)

IV ტური

18 იანვარი

სქარლეთსი (უელსი) – ვანი (საფრანგეთი)

19 იანვარი

ედინბურგი (შოტლანდია) – შავი ლომი (საქართველო)

ბაიონა (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული