"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"

AutoSharing Option
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში 9 დებიუტანტია.

ჩვენი გუნდი კვირას, 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 14 საათზე ესპანეთში, ბურგოსში ადგილობრივ "იბერიანსს" ეთამაშება. შეხვედრა "სან ამაროს" სტადიონზე გაიმართება.

დებიუტანტთაგან თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. მარქაფაში არიან ბურჯი ვასილ კაკოვინი, მეორე-მესამე ხაზში გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი და ხაზის მოთამაშე იოანე მეტრეველი.

ტრავმა მოიშუშა და თამაშს
იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. პირველ ხაზში ძირითადში არიან ბურჯები დათო აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ჩაჩანიძეს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. შერკინების შემკვრელია ლუკა ივანიშვილი, რომელიც "შავ ლომს" "იბერიანსთან" პირველად უკაპიტნებს.

ღერძზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – თენგიზ პერანიძეს და ლუკა მატკავას. ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, მეორე ფრთა შალვა აფციაური, ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძეა.

დებიუტანტების გარდა მარქაფაში არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.

"შავი ლომის" შემადგენლობაში 10 23-წლამდე მოთამაშეა: აბდუშელიშვილი, ჭუმბაძე, ივანიშვილი, მატკავა, აფციაური, კახოიძე, თაფლაძე, ცირეკიძე, ღანიაშვილი და მეტრეველი.

ჩვენს გუნდს "იბერიანსის" წინააღმდეგ აქამდე 4-ჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ოთხივე ეს შეხვედრა თბილისში გაიმართა და მეტოქეს წელს ესპანეთში პირველად ვეთამაშებით.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024

A ჯგუფი. II ტური

15 სექტემბერი. კვირა. 14:00 საქ. დრო

ბურგოსი. სან ამარო სთედიუმი

იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი
: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. ამირან შვანგირაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გამოდის.წარმატებას და კარგ თამაშს ვუსურვებ,ბიჭებს.
სოსო
18:17 14-09-2024
0
ე ბიჭო, ამოიღეთ ხმა ჟურნალისტებმა! მე ვწერ და პადუხის ღირსად არ მთვლიან. გამოჩნდა რანაირი ჩვენი თამაშიცაა რაგბი. ფეხბურთელებმა ორი თამაში მოიგეს და აღარავუს ახსოვს რაგბი. რაგბი კი არა, ეს სილქ სპორტი და სეტანტა ჭოკით ხტომას, ქალთა კალატბურთს, ცხენოსნობას და ხელბურთს ( რადგან სალუქვაძე დადიოდა ბავშვობაში) აჩვენებენ, ერთი ტოპ 14 ს ჩვენება რა გახდა? შარშან ხო ქონდათ? დაიწყეთ რა რამე აქცუა ჟურნალუსტებმა და აგყვებით რა((( არ მინდა სზვა სპორტი, არ მაინტერესებს არცერთი და რა ვქნა? 50 სახეობას რო აჩვენებ, ყველაფერიჯობუა რაგბის?
Rezo
21:31 14-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული