"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში 9 დებიუტანტია.

ჩვენი გუნდი კვირას, 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 14 საათზე ესპანეთში, ბურგოსში ადგილობრივ "იბერიანსს" ეთამაშება. შეხვედრა "სან ამაროს" სტადიონზე გაიმართება.

დებიუტანტთაგან თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. მარქაფაში არიან ბურჯი ვასილ კაკოვინი, მეორე-მესამე ხაზში გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი და ხაზის მოთამაშე იოანე მეტრეველი.

ტრავმა მოიშუშა და თამაშს იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. პირველ ხაზში ძირითადში არიან ბურჯები დათო აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ჩაჩანიძეს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. შერკინების შემკვრელია ლუკა ივანიშვილი, რომელიც "შავ ლომს" "იბერიანსთან" პირველად უკაპიტნებს.

ღერძზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – თენგიზ პერანიძეს და ლუკა მატკავას. ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, მეორე ფრთა შალვა აფციაური, ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძეა.

დებიუტანტების გარდა მარქაფაში არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.

"შავი ლომის" შემადგენლობაში 10 23-წლამდე მოთამაშეა: აბდუშელიშვილი, ჭუმბაძე, ივანიშვილი, მატკავა, აფციაური, კახოიძე, თაფლაძე, ცირეკიძე, ღანიაშვილი და მეტრეველი.

ჩვენს გუნდს "იბერიანსის" წინააღმდეგ აქამდე 4-ჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ოთხივე ეს შეხვედრა თბილისში გაიმართა და მეტოქეს წელს ესპანეთში პირველად ვეთამაშებით.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024

A ჯგუფი. II ტური

15 სექტემბერი. კვირა. 14:00 საქ. დრო

ბურგოსი. სან ამარო სთედიუმი

იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. ამირან შვანგირაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

ფეოლა
აქ შეიძლება ყურება: https://rugbypass.tv/live/271689
Rezo
ეგ ყველაფერი.ვიცი, ჯოგარო, მაგრამ ჩემ მიერ ნათქვამთან პირდაპირ კავშირში მაინც არაა. ეგ ცალკე უბედურებაა კიდე.
გიორგი
ტრანსლაციის ყურება სად შეიძლება, ამას როტომ არ ამატებთ?
Rezo-ს
თუ არ იცი რატომ განელდა რაგბის მიმართ ინტერესი, მაშინ მე გეტყვი: დიდწილად ეს ყველაფერი იმ მიჩუმათებულ თემას უკავშირდება, რაზეც ჩვენი რაგბის ბოსებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული! მართლა რა გახდა ერთი საჯარო განცხადების გაკეთება იმ ანალიზების გაყალბების საკითზე, რამაც ჩვენი ნაკრების რამდენიმე მოთამაშე (და მთლიანად ნაკრები) დააზარალა! იმაში მაინც გაგვარკვიეთ, დააწესა თუ არა მსოფლიო რაგბიმ ოფიციალური დისკვალიფიკაცია და რამდენი ხნით?!
სოსო
სალუქვაძე საქართველოს ნაკრების მეკარე იყო,რაგბის მატჩებს კი,რაგბი ტვ აჩვენებს ხოლმე.
Rezo
ე ბიჭო, ამოიღეთ ხმა ჟურნალისტებმა! მე ვწერ და პადუხის ღირსად არ მთვლიან. გამოჩნდა რანაირი ჩვენი თამაშიცაა რაგბი. ფეხბურთელებმა ორი თამაში მოიგეს და აღარავუს ახსოვს რაგბი. რაგბი კი არა, ეს სილქ სპორტი და სეტანტა ჭოკით ხტომას, ქალთა კალატბურთს, ცხენოსნობას და ხელბურთს ( რადგან სალუქვაძე დადიოდა ბავშვობაში) აჩვენებენ, ერთი ტოპ 14 ს ჩვენება რა გახდა? შარშან ხო ქონდათ? დაიწყეთ რა რამე აქცუა ჟურნალუსტებმა და აგყვებით რა((( არ მინდა სზვა სპორტი, არ მაინტერესებს არცერთი და რა ვქნა? 50 სახეობას რო აჩვენებ, ყველაფერიჯობუა რაგბის?
სოსო
ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გამოდის.წარმატებას და კარგ თამაშს ვუსურვებ,ბიჭებს.
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"მარსელმა" "ლანსს" სძლია - პსჟ-მ ლიდერობა შეინარჩუნა
ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა - "სპორტინგმა" გაჭირვებით მოიგო
მიქაუტაძე სასტარტოშია - ისევ გაუტანს კურტუას?
კვერნაძემ მნიშვნელოვან მატჩში "ფროზინონე" დააწინაურა
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
"გალათასარაის" "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენა სურს
[VIDEO] მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი იყო! - "ტორონტომ" სანდროს ლიდერობით "პორტლენდი" დაამარცხა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ოსერთან" მატჩში?
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "დარმშტადტთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალიდან" წადი - არბელოამ ალექსანდერ-არნოლდს რჩევა მისცა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
დაცინვად და შეურაცხყოფად აღიქვეს - ყაზახეთში ნახევრად შიშველი "სამი ბორატი" დააკავეს
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | რეკორდული სხვაობით "იბერიანსთან"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავი ლომი" | ექვსი ცვლილება და ერთი დებიუტანტი "იბერიანსთან"