ამისათვის "შავ ლომს" 1 საცხრილო ქულაც ჰყოფნის, რომელსაც 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვისაც მიიღებს, თუმცა მიზანი ტიტულის უდანაკარგოდ მოგებაა და ქართველ ქომაგსაც საინტერესო შეხვედრა ელის.
ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ტურნირის დასკვნითი და გადამწყვეტი შეხვედრისთვის გამოცდილი რაზმი შეარჩია. დამწყებთა შორის დაბრუნდნენ 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება, ცენტრში თორნიკე კახოიძისა და
წინა თამაშის შემდეგ სამი ცვლილებაა შერკინების სასტარტო შემადგენლობაშიც. პირველ ხაზში თამაშს ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებს, კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა კი ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე ხაზში დემურ ეფრემიძეს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ვიხილავთ. ლუკა ივანივილმა და გიორგი სინაურიძემ ადგილი შეინარჩუნეს.
პირველი ხაზის მარქაფაში გამოცდილი მორაგბეები არიან – შალვა მამუკაშვილი, ვასილ კაკოვინი და ნიკოლოზ ხატიაშვილი. მეორე ხაზში შეცვლაზეა გუგა ღანიაშვილი, ხოლო მესამეში გიორგი ნიკოლაძე. 9 ნომერი დავით ხუროშვილი მარქაფაში დაბრუნდა, ხაზს კი იოანე მეტრეველი და ამირან შვანგირაძე გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, "შავი ლომი" სამგუნდა ჯგუფში ჩატარებული 3 თამაშიდან 15 ქულით პირველ ადგილზეა, "ლუზიტანუშს" ორი მატჩის შემდეგ 5, ხოლო ესპანურ "იბერიანსს" 0 ქულა აქვს. წელს სუპერთასის მფლობელი ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ხდება.
რაგბი ევროპის სუპერთასი 2024
A ჯგუფი. V ტური
12 ოქტომბერი. შაბათი.
თბილისი. ავჭალა. 18:00
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.
Rugby.ge
წარმატებები ჩვენს ლომებს!